საქართველოს ოლიმპიური კომიტეტი ლონდონის ოლიმპიური თამაშების ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ მონაცემებს აპროტესტებს – აქ საქართველოს ოკუპირებული რეგიონები რუსეთის ტერიტორიებად არის მოხსენიებული. რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის მიერ მიწოდებული მონაცემების მიხედვით, რუსეთის სახელით მოსაპარეზე ორი მოჭიდავის ბესიკ კუდუხოვისა და დენის ცარგუშის ბიოგრაფიებში სამხრეთი ოსეთი და აფხაზეთი მოხსენიებულია, როგორც რუსეთის ფედერაცია. საპროტესტო წერილი საქართველოს ოლიმპიური კომიტეტმა უკვე გაგზავნა `ლონდონი 2012`-ის საორგანიზაციო კომიტეტში. თბილისი შეცდომის გამოსწორებას ითხოვს.
სამეგრელოში აღმოჩენილ იარაღის სამალავის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. სოზარ სუბარის განცხადებით ინფორმაციით სამალავში აღმოჩენილ ვიდეოკასეტებზე პატიმრების და არა მხოლოდ პატიმრების გაუპატიურებაა აღბეჭდილი.
უახლოეს მომავალში რუსეთი საქართველოსთან საჰაერო მომოსვლასთან დაკავშირებით კონსულტაციებს დაიწყებს. საუბარია რეგულარული ავიარეისების აღდგენაზე. განცხადება ამ თემაზე გუშინ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გაკეთდა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ბრიუსელში ოფილიალურ ვიზიტს განაგრძობს. დღეს დავით უსუფაშვილი, ქართულ დელეგაციასთან ერთად ევროპარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა.
ვანოს შოუ
იუმორისტული ტოქ-შოუ ცნობილ სტუმრებთან ერთად
კომედი შოუ
უნიკალური იუმორისტული სკეტჩები, სიცილის დღესასწაული რუსთავი 2-ზე !
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ქრთამის აღების ფაქტზე დმანისის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე და საკრებულოს წევრი დააკავეს.
ნაციონალური მოძრაობის წევრები ქვეყანაში ეკონომიკური მაჩვენებლების ვარდნის შესახებ საუბრობენ. სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებზე დაყრდნობით, გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ ბოლო რადენიმე თვის განმავლობაში ექსპორტი და იმპორტი მკვეთრად არის შემცირებული.