ხუთშაბათი, 20.06.13   05:33
+19.4°
მთავარი|ახალი ამბები|გადაცემები|ჩვენ შესახებ|დაგვეკონტაქტეთ|რეკლამა რუსთავი 2-ზე|კლუბი
პოლიტიკა|ეკონომიკა|კრიმინალი|სპორტი|კულტურა | |

ივნისი 2013

S
M
T
W
T
F
S
10 
11 
12 
13 
14 
15 
16 
17 
18 
19 
20 
21 
22 
23 
24 
25 
26 
27 
28 
29 
30 







თქვენ ხართ სტუმარი ნომერი:


TOP.GE
enlarge photo

  

ბაგრატის ტაძარი პირვანდელ სახეს დაიბრუნებს

20.06.12 20:15

ბაგრატის ტაძარი პირვანდელ სახეს დაიბრუნებს. ეს განცხადება საქართველოს კულტურის მინისტრმა პარიზში იუნსეკოში გამართული შეხვედრების შემდეგ გააკეთა.

ნიკა რურუას განმარტებით, მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რესტავრაცია გაუგებრობის გამო შეწყდა. ბაგრატის ტაძრის აღდგენა იუნესკოს მიერ შერჩეული ექსპერტების მიერ შედგენილი პროექტის მიხედვით მიმდინარეობდა. თუმცა, მინისტრის განცხადებით, მოგვიანებით ორგანიზაციამ საქართველოში საკითხის შესასწავლად საშუალო დონის სპეციალისტი გამოგზავნა, სწორედ მისმა არაკვალიფიციურმა დასკვნამ გამოიწვია ის აჟიოტაჟი, რომელიც ძეგლის ირგვლივ შეიქმნა.

"ყველა ის სიცრუე, რომელიც გავრცელდა ფოტოების და რენდერების სახით სოციალურ ქსელებში, არის უბრალოდ, დეზინფორმაცია, მიმართული დესტრუქციაზე, მიმართული ამ საკითხის პოლიტიზებაზე და თვითონ იდეის დისკრედიტაციაზე. ბუნებრივია, ამ ტყუილს ჩვენ გავფანტავთ და გავფანტავთ სულ მალე," - თქვა მან.

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა ამ თემაზე მოლაპარაკებები მსოფლიო მემეკვიდრეობის სამსახურის ხელმძღვანელთან გამართა და სიტუაცია გაარკვია. პარიზიდან დაბრუნების შემდეგ ის რესტავრტორსა და კულტურული მეკვიდრეობის ფონდის ხელმძღვანელ ნიკა ვაჩეიშვილთან ერთად, პრესკონფერენციას გამართავს.

მანამდე კი ნიკა რურუა ტაძრის რეკონტრუქციის შესახებ დეტალურ ინფორმაციას საპატრიარქოს მიაწოდებს.

video clip photos ბეჭდვა

სხვა ახალი ამბები

სააკაშვილმა ბაგრატის ტაძარი მოინახულა

01.07.12 15:31

საქართველოს პრეზიდენტმა ქუთაისში ბაგრატის ტაძარი მოინახულა. მიხეილ სააკაშვილმა ადგილზე მიმდინარე სარეკონსტუქციო სამუშაოები კიდევ ერთხელ დაათვალიერა. More...

ნიკა ვაჩეიშვილი პეტერბურგიდან დაბრუნდა

28.06.12 12:01

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი პეტერბურგიდან თბილისში დაბრუნდა. ნიკა ვაჩეიშვილი იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის კომიტეტის სესიას ესწრებოდა. More...video clip 

უნიკალური აღმოჩენა ასპინძის რაიონში

27.06.12 10:43

უნიკალური, საერთაშორისო დონის აღმოჩენა ასპინძის რაიონში. არქეოლოგებმა სოფელ თმოგვში ძველი წ.ა. III-II ათასწლეულით დათარიღებული ყორღანული ველი აღმოაჩინესMore...video clip 

პრეზიდენტი ბაგრატის ტაძრის შესახებ

26.06.12 17:50

ბაგრატის ტაძართან დაკავშირებით კომენტარი საქართველოს პრეზიდენტმაც გააკეთა. მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მსოფლიო მემკვიდრეობის სიიდან ტაძრის ამოღების საფრთხე აღარ არსებობს... More...video clip 

ვანოს შოუ

იუმორისტული ტოქ-შოუ ცნობილ სტუმრებთან ერთად

კომედი შოუ

უნიკალური იუმორისტული სკეტჩები, სიცილის დღესასწაული რუსთავი 2-ზე !

ბაგრატის ტაძარი იუნესკოს სიაში რჩება

26.06.12 17:49

ბაგრატის ტაძარს იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის სიიდან აღარ ამოიღებენ - ამის შესახებ განცხადება კულტურის მინისტრმა ნიკა რურუამ გააკეთა. More...video clip 

თბილისში ახალი საბაგირო გაიხსნა

23.06.12 21:19

ახალი საბაგირო გაიხსნა ძველი თბილისის ისტორიულ უბანში. საერთაშორისო სტანდარტების უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი საჰაერო ტრანსპორტი რიყეს ნარიყალას ციხემდე, ბოტანიკურ ბაღთან აკავშირებს. More...

ბაგრატის ტაძრის რეაბილიტაციის პროექტზე იმსჯელეს

22.06.12 20:25

კულტურის სამინისტროში ბაგრატის ტაძრის რეაბილიტაციის პროექტზე იმსჯელეს. პრეზენტაციას, ნიკა რურუასთან ერთად, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი და იტალიელი რესტავრატორიც დაესწრნენ. More...video clip 

ბაგრატზე სარეაბილიტაციო სამუშაოები შეჩერებულია

18.06.12 12:10

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოთხოვნის საფუძველზე, ბაგრატის ტაძრის რეაბილიტაცია დროებით შეჩერებულია. განცხადება ამის შესახებ კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა...More...video clip 


  სრული პროგრამა
პოზიცია
კურიერი: პირველი ოპერა
კურიერი: შავი ზღვის ჯაზ ფესტივალი
P.S.: იდეალისტის 10 წელი

 
 

© 1994-2013 Rustavi 2 Broadcasting Company