ჰურგადის პოლიცია საქართველოს მოქალაქეების დაკავებისა და მომხდარი გაუგებრობის გამო ბოდიშს იხდის. ეგვიპტეში დაკავებულ ქართველებთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი. 
დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ სამთაწყაროში, სადაც პარასკევის ლოცვა უნდა გამართულიყო, მუსლიმთა სამმართველოს წარმომადგენლებს ადგილობრივები არ უშვებდნენ. 
ეროვნულ-დემოკრატები მთავრობას რეკომენდაციას აძლევენ, რომ ხელისუფლებამ უარი უნდა თქვას აბაშიძისა და კარასინის ორმხრივ შეხვედრაზე პრაღაში, რაც იმის ნიშანი იქნება, რომ პოლიტიკურად დაძაბული ვითარების ფონზე მოლაპარაკება კულტურულ-ეკონომიკურ თემებზე აზრს კარგავს. 
პოლიციამ კახეთში მომხდარი მკვლელობისთვის სამი პირი დააკავა. ერთი განზრახ მკვლელობის ბრალდებით, მეორე განზრახ მკვლელობაში დახმარების და მესამე დანაშაულის დაფარვის ბრალდებით. 