შაბათი, 25.05.13   12:58
+28.7°
მთავარი|ახალი ამბები|გადაცემები|ჩვენ შესახებ|დაგვეკონტაქტეთ|რეკლამა რუსთავი 2-ზე|კლუბი
პოლიტიკა|ეკონომიკა|კრიმინალი|სპორტი|კულტურა | |

მაისი 2013

S
M
T
W
T
F
S
1 
2 
3 
4 
6 
7 
8 
9 
10 
11 
12 
13 
14 
15 
16 
17 
18 
19 
20 
21 
22 
23 
24 
25 
26 
27 
28 
29 
30 
31 







თქვენ ხართ სტუმარი ნომერი:


TOP.GE
enlarge photo

  

ლიპარტელიანი სასამართლოს წინაშე ხვალ წარდგება

10.05.12 20:48

ავთანდილ ლიპარტელიანს უკვე მომზადებული აქვს სიტყვა, რომლითაც ხვალ ნორვეგიის სასამრთლოს მიმართავს და 77 ადამიანის მკვლელობაში ბრალდებულისთვის სამუდამო პატიმრობას მოითხოვს.

თამთა ლიპარტელიანის მამა დღევანდელ პროცესსაც დაესწრო. ავთანდილ ლიპატელინი დღესვე გაეცნო ექსპეტიზის დასკვნას და სასამართლოში თავისი მოთხოვნებით წერილიც შეიტანა.

ჩვენებას თამთა ლიპარტელიანის მეგობარი ნათია ჩხეტიანიც მისცემს. უტოიას ტერაქტის უშუალო თვითმხილველი ანდრეს ბრეივიკის ტყვიას ათი თვის წინ შემთხვევით გადაურჩა. პროცესზე დასწრებამდე ქართველმა გოგონამ ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის კურსი გაიარა. ნათია ჩხეტიანთან ერთად, მოსამართლეები უტოიას ტერაქტს გადარჩენილ ყველა ახალგაზრდას მოუსმენენ.

დღეს დილიდან ოსლოში დაზარალებულებისა და მათი ოჯახების წევრების დაკითხვა დაიწყო. მათ გამოსვლებს ანდერს ბრეივიკიც ესწრება. სასამართლოს შენობის გარეთ კი არ წყდება იმ ხალხის ნაკადი, რომლებიც ერთი წლის წინ მომხდარი საშინელი ტრაგედიის დროს დაღუპულებს მიაგებენ პატივს. ხვალ უკვე სასამართლო თამთა ლიპარტელიანის მკვლელობის ეპიზოდს განიხილავს.

სასამართლოზე დღეს სიტყვა ტერაქტში გარდაცვლილთა ოჯახის წევრების ნაწილთან ერთად, უშუალო თვითმხილველებსაც მიეცათ. ყველა მათგანმა დღეს სასამართლოს წინაშე თავისი ამბავი და ტერაქტის დეტალები გაიხსენა. ანდერს ბრეივიკისთვის დაღუპულთა ოჯახის წევრები და ადვოკატები სასჯელის უმაღლეს ზომას და მის სამუდამო პატიმრობას ითხოვენ.

ანდერს ბრეივიკის გახმაურებული პროცესი ოსლოში თითქმის ერთი თვეა მიმდინარეობს. სასამართლოში უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებია მიღებული და ყველა სხდომა დახურულია.

საზარელ ტერაქტს რიგითი ნორვეგიელები დღემდე ვერ ივიწყებენ. სამართლოს შენობასთან ხალხი ყოველდღე, დილიდან იკრიბება.

სასამართლო სხდომები ბოლო წლების ყველაზე სასტიკ საქმეზე ყოველდღიურად იმართება. მოწმეებისა და დაზარალებულების მოსმენის შემდეგ, ოსლოს სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას ტრაგედიიდან ზუსტად ერთი წლის შემდეგ, 22 ივლისს მიიღებს.

video clip photos ბეჭდვა

სხვა ახალი ამბები

ფარესაშვილის ბრალდებები

07.05.13 10:12

პირადი ცხოვრების სკანდალური კადრების გამოქვეყნებას გიორგი ფარესიშვილი დღევანდელ ხელისუფლებას უკავშირებს. ის დარწმუნებულია, რომ პროვოკაციაში შინაგან საქმეთა მინისტრისა და მთავარი პროკურორის მოადგილეები არიან ჩართულიMore...video clip 

პრემიერი ფარესაშვილის სკანდალში ნაციონალური მოძრაობის ხელწერას ხედავს

06.05.13 16:42

პრემიერ-მინისტრი გამორიცხავს ახალი მთავრობის კავშირს პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეოჩანაწერის გავრცელებასთან. ბიძინა ივანიშვილის თქმით, ფარესაშვილთან დაკავშირებით გავრცელებული ვიდეომასალა ნაციონალური მოძრაობის ხელწერას ჰგავს.More...

ნიკო ლეკიშვილი პოლიტიკაში დაბრუნებას აპირებს

06.05.13 15:43

ნიკო ლეკიშვილი პოლიტიკაში დაბრუნებას აპირებს. ის აცხადებს, რომ მზად არის თბილისის საკრებულოს წევრი გახდეს, თუ საკრებულოს წევრობა არჩევითი გახდება. More...video clip 

ნატოს გენერალური მდივნის წერილი პრეზიდენტ სააკაშვილს

06.05.13 14:30

ნატოს გენერალურმა მდივანმა საქართველოს პრეზიდენტს წერილი გაუგზავნა, რომელშიც ანდერს ფოგ რასმუსენი ამბობს, რომ სამხრეთ კორეაში ვიზიტის დროს შეიტყო თურქეთში მომხდარი ინციდენტის შესახებ...More...video clip 

ვანოს შოუ

იუმორისტული ტოქ-შოუ ცნობილ სტუმრებთან ერთად

კომედი შოუ

უნიკალური იუმორისტული სკეტჩები, სიცილის დღესასწაული რუსთავი 2-ზე !

თავდაცვის მინისტრმა დაღუპული მებრძოლების ხსოვნას პატივი მიაგო

06.05.13 14:00

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ სამხედროებთან ერთად აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას პატივი მიაგო. `ქრისტეს აღდგომის მიცვალებულთათვის ხარების`დღეს მუხათგვერდის სამხედრო სასაფლაოზე თავდაცვის მინისტრიMore...video clip 

პრემიერ-მინისტრი სოფლის მეურნეობის სფეროში მიმდინარე პროცესებს აფასებს

06.05.13 13:22

პრემიერ-მინისტრი სოფლის მეურნეობის სამინისტროში დაწყებულ გამოძიებას გამოეხმაურა. `გურია ნიუსისთვის` მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ სოფლის მეურნეობის...More...video clip 

შიდა ქართლის პოლიციის უფროსი თანამდებობას ტოვებს

06.05.13 12:52

პოლიციის შიდა ქართლის სამხარეო სამმართველოში საკადრო ცვლილებებია - შიდა ქართლის პოლიციის უფროსი გიორგი დვალიშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. More...video clip 

სააკაშვილი ცარნაევის საქართველოსთან კავშირს უარყოფს

06.05.13 11:42

მიხეილ სააკაშვილმა ტელეარხ Sky News-ის ეთერში კიდევ ერთხელ უარყო ბოსტონის ტერაქტში ეჭვმიტანილი ტამერლან ცარნაევის კავშირი საქართველოსთან. More...video clip 


  სრული პროგრამა
`პროფილი`: ზურგი - შენ რა სექსი ხარ
`შინი``ნანუკას შოუში`
ლევან აბაშიძე - 50
ოლესია თავაძის სამყარო

 
 

© 1994-2012 Rustavi 2 Broadcasting Company