საქართველოს პრეზიდენტმა მოლდოვის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ვლადიმერ ფილატს ყვარელში, საკუთარ კარ-მიდამოში უმასპინძლა. შეხვედრა არაფორმალურ გარემოში გაიმართა.
მიხეილ სააკაშვილმა განცხადებაც გააკეთა საქართველოს მიღწევებზე. მისი თქმით, იმ ლიდერთა რიცხვსმ რომლებიც ერთხმად აღნიშნავენ იმას, რომ საქართველო არაკორუმპირებული და უსაფრთხო ქვეყანაამ მოლდოვის პრემიერ-მინისტრიც შეემატა.
პირველი კვარტლის შემოსავლებმა შარშანდელს 63,500,000 ლარით გადააჭარბა - ინფორმაცია ეკონომიკის მდგომარეობის შესახებ დღეს ჟურნალისტებს ფინანსთა მინისტრმა გააცნო.
რუსეთის ზედამხედველობის სამსახურის ექსპერტები ქართული ღვინისა და მინერალური კომპანიების შემოწმებას აგრძელებენ. ისინი ინსპექტრირებას კვირის ბოლოს დაასრულებენ.
სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას გორში პრემიერ-მინისტრი შეხვდა. ბიძინა ივანიშვილი დილიდან შიდა ქართლში იმყოფებოდა და ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებულ შენობებს ათვალიერებდა.
ვანოს შოუ
იუმორისტული ტოქ-შოუ ცნობილ სტუმრებთან ერთად
კომედი შოუ
უნიკალური იუმორისტული სკეტჩები, სიცილის დღესასწაული რუსთავი 2-ზე !
დღეს დილიდან აქციას მართავენ აფხაზეთიდან დევნილები ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან. ისინი საცხოვრებელი კორპუსიდან გამოსახლებას აპროტესტებენ და ამ პროცესის შეჩერებას მოთხოვენ.
`როსპოტრებნადზორი`რუსეთის საგარეო საქმეთა უწყებას თხოვნით მიმართავს - დაეხმაროს ქართველ მეწარმეებს, რომლებსაც პროდუქციის ნიმუშების წარდგენის პროცესში დაბრკოლებები შეექმნათ. ეს განცხადება გენადი ონიშჩენკომ გააკეთა.
არჩილ კბილაშვილი თავდაცვის სამინისტროში საწვავის არამიზნობრივ ხარჯვაზე დაწყებული გამოძიების ფაქტს გამოეხმაურა. მისი თქმით, დარღვევებს გამოსავლენად და მტკიცებულებების მოპოვებაზე შესაბამისი კომპეტენტური სამსახურები მუშაობენ.