ხუთშაბათი, 20.06.13   00:11
+20.7°
მთავარი|ახალი ამბები|გადაცემები|ჩვენ შესახებ|დაგვეკონტაქტეთ|რეკლამა რუსთავი 2-ზე|კლუბი
პოლიტიკა|ეკონომიკა|კრიმინალი|სპორტი|კულტურა | |

ივნისი 2013

S
M
T
W
T
F
S
2 
3 
4 
5 
6 
7 
10 
11 
12 
13 
14 
15 
16 
17 
18 
19 
20 
21 
22 
23 
24 
25 
26 
27 
28 
29 
30 







თქვენ ხართ სტუმარი ნომერი:


TOP.GE
enlarge photo

  

ლიპარტელიანი სასამართლოს წინაშე ხვალ წარდგება

10.05.12 20:48

ავთანდილ ლიპარტელიანს უკვე მომზადებული აქვს სიტყვა, რომლითაც ხვალ ნორვეგიის სასამრთლოს მიმართავს და 77 ადამიანის მკვლელობაში ბრალდებულისთვის სამუდამო პატიმრობას მოითხოვს.

თამთა ლიპარტელიანის მამა დღევანდელ პროცესსაც დაესწრო. ავთანდილ ლიპატელინი დღესვე გაეცნო ექსპეტიზის დასკვნას და სასამართლოში თავისი მოთხოვნებით წერილიც შეიტანა.

ჩვენებას თამთა ლიპარტელიანის მეგობარი ნათია ჩხეტიანიც მისცემს. უტოიას ტერაქტის უშუალო თვითმხილველი ანდრეს ბრეივიკის ტყვიას ათი თვის წინ შემთხვევით გადაურჩა. პროცესზე დასწრებამდე ქართველმა გოგონამ ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის კურსი გაიარა. ნათია ჩხეტიანთან ერთად, მოსამართლეები უტოიას ტერაქტს გადარჩენილ ყველა ახალგაზრდას მოუსმენენ.

დღეს დილიდან ოსლოში დაზარალებულებისა და მათი ოჯახების წევრების დაკითხვა დაიწყო. მათ გამოსვლებს ანდერს ბრეივიკიც ესწრება. სასამართლოს შენობის გარეთ კი არ წყდება იმ ხალხის ნაკადი, რომლებიც ერთი წლის წინ მომხდარი საშინელი ტრაგედიის დროს დაღუპულებს მიაგებენ პატივს. ხვალ უკვე სასამართლო თამთა ლიპარტელიანის მკვლელობის ეპიზოდს განიხილავს.

სასამართლოზე დღეს სიტყვა ტერაქტში გარდაცვლილთა ოჯახის წევრების ნაწილთან ერთად, უშუალო თვითმხილველებსაც მიეცათ. ყველა მათგანმა დღეს სასამართლოს წინაშე თავისი ამბავი და ტერაქტის დეტალები გაიხსენა. ანდერს ბრეივიკისთვის დაღუპულთა ოჯახის წევრები და ადვოკატები სასჯელის უმაღლეს ზომას და მის სამუდამო პატიმრობას ითხოვენ.

ანდერს ბრეივიკის გახმაურებული პროცესი ოსლოში თითქმის ერთი თვეა მიმდინარეობს. სასამართლოში უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებია მიღებული და ყველა სხდომა დახურულია.

საზარელ ტერაქტს რიგითი ნორვეგიელები დღემდე ვერ ივიწყებენ. სამართლოს შენობასთან ხალხი ყოველდღე, დილიდან იკრიბება.

სასამართლო სხდომები ბოლო წლების ყველაზე სასტიკ საქმეზე ყოველდღიურად იმართება. მოწმეებისა და დაზარალებულების მოსმენის შემდეგ, ოსლოს სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას ტრაგედიიდან ზუსტად ერთი წლის შემდეგ, 22 ივლისს მიიღებს.

video clip photos ბეჭდვა

სხვა ახალი ამბები

ბიზნესმენის კუთვნილი ავტომობილი დაწვეს

29.05.13 11:34

ავტომობილი დაიწვა დღეს გამთენიისას თბილისში, მარაბდის ქუჩაზე. ლექსუსის მარკის მანქანა ბიზნესმენ თამაზ ნიჟარაძის მეუღლეს ეკუთვნოდა. ბიზნესმენი და მისი ინტერესების დამცველი ანგარიშსწორებას არ გამორიცხავენ.More...video clip 

ანჟეი ტიშკევიჩის განცხადება

29.05.13 11:27

ოკუპირებული ცხინვალის მიმდებარე სოფლებში მავთულხლართების გაბმის ფაქტს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ანჟეი ტიშკევიჩი ეხმაურება.More...video clip 

ჟან კლოდ მინიონი მერაბიშვილის დაკავების შესახებ

29.05.13 10:11

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ჟან კლოდ მინიონი აცხადებს, რომ ყოფილი მაღალჩინოსნის სასამართლო პროცესი გამჭვირვალედ უნდა წარიმართოს.More...

ვანო მერაბიშვილს ბრალი დაუმძიმდა

28.05.13 17:00

ვანო მერაბიშვილს ბრალი დაუმძიმდა. პროკურატურამ 26 მაისის საპროტესტო აქციის დაშლის საქმის გამოძიება დასრულებულად ცნო...More...video clip 

ვანოს შოუ

იუმორისტული ტოქ-შოუ ცნობილ სტუმრებთან ერთად

კომედი შოუ

უნიკალური იუმორისტული სკეტჩები, სიცილის დღესასწაული რუსთავი 2-ზე !

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადება

28.05.13 16:15

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა სპეციალური განცხადება გაავრცელა "საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს კანონში შესულ ცვლილებებსა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მომავალ არჩევნებთან დაკავშირებით.More...video clip 

პრეზიდენტი ცხინვალში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა

28.05.13 15:14

ოკუპირებული ცხინვალის მიმდებარე სოფლებში მავთულხლართების განლაგებაზე კომენტარი გააკეთა პრეზიდენტმა სააკაშვილმა. ის მომხდარში მთავრობას არ ადანაშაულებს.More...video clip 

ცხინვალში მავთულხლართების გაბმის პროცესი შეჩერებულია

28.05.13 15:03

მავთულხლართების გაბმის პროცესი ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში ამ დროისთვის შეჩერებულია, თუმცა სამუშაოები შესაძლოა ისეთ ადგილებში გრძელდება, სადაც ფიზიკურად ოკუპანტების დანახვა შეუძლებელია. More...video clip 

თედო ჯაფარიძის განცხადება

28.05.13 14:54

საქართველოს პარლამენტმა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის თედო ჯაფარიძის განცხადება გაავრცელა რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ძალების მიერ ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართების გავლებასთან დაკავშირებით.More...video clip 


  სრული პროგრამა
პოზიცია
კურიერი: პირველი ოპერა
კურიერი: შავი ზღვის ჯაზ ფესტივალი
P.S.: იდეალისტის 10 წელი

 
 

© 1994-2013 Rustavi 2 Broadcasting Company