უკრაინაში აგვისტოს ომის შესახებ გადაღებული რუსული ფილმის ჩვენება აკრძალეს. გადაწყვეტილება ქვეყნის კულტურის სამინისტრომ საზოგადოებრივი ორგანიზაცია "თავისუფლებისა" და ქართული დიასპორის მიმართვის შემდეგ მიიღო. 
თბილისში სამუზეუმო ქუჩები იქნება – ეს დედაქალაქში ტურიზმის განვითარების ახალი კონცეფციაა. სექტემბერში საქართველოს ეროვნული მუზეუმი საერთაშორისო კონგრესს უმასპინძლებს და ამ კონგრესზე საუბრის მთავარი თემა სწორედ სამუზეუმო ქუჩების არსებობა და მათ მნიშვნელობა იქნება.
იტალიური კინომუსიკა საქართველოში. თბილისს აღიარებული იტალიელი საქსოფონისტი და დირიჟორი ფედერიკო მონდელჩი ეწვია. მუსიკოსი თბილისის სიმფონიურ ორეკესტრთან ერთად კონცერტისთვის ემზადება
მოლაპარაკება იერუსალიმის ჯვრის მონასტრის მისი ისტორიული დამაარსებლებისთვის გადაცემაზე ბოლო წლების განმავლობაში პირველად დაიწყო. 