1000-ლარიან ვაუჩერებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრი დღეს რუსთავში მცხოვრებ შუბითიძეების ოჯახს ესაუბრა. ვანო მერაბიშვილმა მათ პირადად გააცნო ვაუჩერის მოხმარების წესები და ამ პროექტის პირობები. ამ ვაუჩერების დარიგება მომავალი წლიდან დაიწყება. მას ყველა ოჯახი მიიღებს. ეს 1000-ლარიანი ვაუჩერი 4 წელს მოიცავს და ყოველ წელს შესაძლებელი იქნება 250 ლარის დახარჯვა. უკვე არსებობს იმ მომსახურების ჩამონათვალი, რომლის მისაღებადაც შეიძლება ამ ვაუჩერის გამოყენება. ეს ჩამონათვალი საბოლოო არაა და მთავრობა ამ სიის გაზრდაზე მუშაობს.
დილიდან გაფიცულია ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის ასობით თანამშრომელი - ისინი ხელფასების 50%-ით გაზრდას მოითხოვენ. მათი სურვილია, რომ ასევე 20%-ით გაიზარდოს ღამის სამუშაო საათების ანაზღაურება.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე კი აცხადებს, რომ გავრცელებული ინფორმაცია 17 მაისის მოვლენების გამო ნიდერლანდის სამეფოში საქართველოს ელჩის დაბარებასთან დაკავშირებით, სიმართლეს არ შეესაბამება.
ვანუატუმ აფხაზეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარების გადაწყვეტილება გააუქმა - ამის შესახებ ვანუატუს პრემიერ-მინისტრმა მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრაზე განაცხადა.
ვანოს შოუ
იუმორისტული ტოქ-შოუ ცნობილ სტუმრებთან ერთად
კომედი შოუ
უნიკალური იუმორისტული სკეტჩები, სიცილის დღესასწაული რუსთავი 2-ზე !
ბაკურციხეში საპროტესტო აქციაზე გამოსული ადამიანები პოლიციამ მაგისტრალიდან იძულებით გაიყვანა. გურჯაანის რაიონის ხუთი სოფლის მოსახლეობა იმ ზარალის ანაზღაურებას ითხოვს, რომელიც მათ ერთი კვირის წინ სტიქიის შედეგად მიადგათ.
გარემოს დაცვის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ყოფილმა ხელმძღვანელი გიორგი შოვნაძე მისი გათავისუფლების მიზეზებს აბსურდულს უწოდებს. გარემოს დაცვის მინისტრი კი განმარტავს, რომ გიორგი შოვნაძე შიდა აუდიტის მიერ გამოვლენილი დარღვევების გამო იქნა თანამდებობიდან გათავისუფლებული.
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას ოკუპირებული ტერიტორიების თემაზე უფრო აქტიური მუშაობის აუცილებლობასთან დაკავშირებით, საგარეო საქმეთა სამინისტრო პასუხობს.
საქართველოს 1,200-ზე მეტი მოქალაქე პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართავს და 17 მაისის მოვლენების საფუძვლიან გამოძიებას და დამნაშავეების დასჯას მოითხოვს.