თბილისის `დინამოს` მთავარი მწვრთნელის პოსტზე ჩეხი სპეციალისტი დუშან უჰრინი იმუშავებს. საქართველოს ყველაზე ტიტულოვან კლუბს ის მამასთან, დუშან უჰრინ-უფროსთან ერთად უხელმძღვანელებს. ამის შესახებ მამა-შვილმა უჰრინებმა წამყვან ჩეხურ სპორტულ გამოცემებს თავად განუცხადეს.
თბილისის დინამოს მთავარ მწვრთნელად უმცროსი უჰრინი იმუშავებს, დუშან უჰრინ უფროსი კი კონსულტანტი იქნება და ”დინამოს” აკადემიის აღსაზრდელებსაც დააკვირდება. აღსანიშნავია, რომ "დინამო თბილისი" ბოლოს საქართველოს ჩემპიონი 2008 წელს გახდა. მაშინ კლუბს სწორედ დუშან უჰრინ უფროსი წვრთნიდა
55 წლის ასაკში გარდაიცვალა საქართველოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელი რამაზ შენგელია. გვიან ღამით ლეგენდარული ფეხბურთელი გულის შეტევით გარდაიცვალა.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის განცხადებას "ფიფას" უმაღლესი პირების რეაქცია მოჰყვა. საუბარია ფედერაციის მიერ 25 მაისს "ფიფას" პრეზიდენტის, იოზეფ ბლატერის მისამართით გაგზავნილ წერილზე.
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ერთა თასის 2012 წლის გამარჯვებულია. ბორჯღალოსნებმა გათამაშების დასკვნით ტურში საკუთარ მოედანზე ჯგუფის აუტსაიდერი - უკრაინა მიიღეს და მოწინააღდეგე დიდი სხვაობით 33:3 დაამარცხეს.
ვანოს შოუ
იუმორისტული ტოქ-შოუ ცნობილ სტუმრებთან ერთად
კომედი შოუ
უნიკალური იუმორისტული სკეტჩები, სიცილის დღესასწაული რუსთავი 2-ზე !
ბერლინის სპორტული გამოცემა "მორგენ პოსტი" წერს, რომ გერმანიის საფეხბურთო კავშირის სადისციპლინო კომიტეტი მომავალ კვირას მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას ლევან კობიაშვილისთვის ერთწლიანი დისკვალიფიკაციის განსაზღვრის შესახებ.
გერმანიის საფეხბურთო კავშირის სადისციპლინო კომისია ლევან კობიაშვილის ერთი წლით დისკვალიფიკაციას ითხოვს. 34 წლის ფეხბურთელს მსაჯის, ვოლფგანგ შტარკის ფიზიკური შეურაცხყოფა ბრალდება.
კახი კალაძე შესაძლოა გარიგებულ მატჩებში მონაწილეობდა. იტალიის პროკურატურა რამდენიმე გაყიდული თამაშის საქმეს იძიებს, რომელშიც, კალაძის გარდა, კიდევ რამდენიმე ცნობილი ფეხბურთელისა და მწვრთნელის სახელი ფიგურირებს.