პარასკევი, 24.05.13   15:31
+28.2°
მთავარი|ახალი ამბები|გადაცემები|ჩვენ შესახებ|დაგვეკონტაქტეთ|რეკლამა რუსთავი 2-ზე|კლუბი
პოლიტიკა|ეკონომიკა|კრიმინალი|სპორტი|კულტურა | |

მაისი 2013

S
M
T
W
T
F
S
4 
6 
10 
11 
12 
13 
14 
15 
16 
17 
18 
19 
20 
21 
22 
23 
24 
25 
26 
27 
28 
29 
30 
31 







თქვენ ხართ სტუმარი ნომერი:


TOP.GE
enlarge photo

  

ბაგრატის ტაძარი პირვანდელ სახეს დაიბრუნებს

20.06.12 20:15

ბაგრატის ტაძარი პირვანდელ სახეს დაიბრუნებს. ეს განცხადება საქართველოს კულტურის მინისტრმა პარიზში იუნსეკოში გამართული შეხვედრების შემდეგ გააკეთა.

ნიკა რურუას განმარტებით, მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რესტავრაცია გაუგებრობის გამო შეწყდა. ბაგრატის ტაძრის აღდგენა იუნესკოს მიერ შერჩეული ექსპერტების მიერ შედგენილი პროექტის მიხედვით მიმდინარეობდა. თუმცა, მინისტრის განცხადებით, მოგვიანებით ორგანიზაციამ საქართველოში საკითხის შესასწავლად საშუალო დონის სპეციალისტი გამოგზავნა, სწორედ მისმა არაკვალიფიციურმა დასკვნამ გამოიწვია ის აჟიოტაჟი, რომელიც ძეგლის ირგვლივ შეიქმნა.

"ყველა ის სიცრუე, რომელიც გავრცელდა ფოტოების და რენდერების სახით სოციალურ ქსელებში, არის უბრალოდ, დეზინფორმაცია, მიმართული დესტრუქციაზე, მიმართული ამ საკითხის პოლიტიზებაზე და თვითონ იდეის დისკრედიტაციაზე. ბუნებრივია, ამ ტყუილს ჩვენ გავფანტავთ და გავფანტავთ სულ მალე," - თქვა მან.

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა ამ თემაზე მოლაპარაკებები მსოფლიო მემეკვიდრეობის სამსახურის ხელმძღვანელთან გამართა და სიტუაცია გაარკვია. პარიზიდან დაბრუნების შემდეგ ის რესტავრტორსა და კულტურული მეკვიდრეობის ფონდის ხელმძღვანელ ნიკა ვაჩეიშვილთან ერთად, პრესკონფერენციას გამართავს.

მანამდე კი ნიკა რურუა ტაძრის რეკონტრუქციის შესახებ დეტალურ ინფორმაციას საპატრიარქოს მიაწოდებს.

video clip photos ბეჭდვა

სხვა ახალი ამბები

პატრიარქის იუბილესადმი მიძღვნილი საზეიმო ვახშამი

14.01.13 12:22

პატრიარქის იუბილესთან დაკავშირებით `შერატონ მეტეხი პალასში` საზეიმო ვახშამი გაიმართა. ვახშამზე იმყოფებოდნენ საქართველოს პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი, აგრეთვე ხელისუფლების წარმომადგენლები.More...video clip 

მიღება პრეზიდენტის სასახლეში

11.01.13 14:07

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მსოფლიო პატრიარქი მიიღო მიხეილ სააკაშვილმა პრეზიდენტის სასახლეში. შეხვედრას სხვა სასულიერო პირებიც ესწრებოდნენ.More...video clip 

პრემიერი შობას მშობლიურ სოფელში შეხვდა

07.01.13 11:57

შობის ბრწყინვალე დღესასწაულს მშობლიურ მხარეში შეხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი - ბიძინა ივანიშვილი მეუღლესთან და ოჯახის დანარჩენ წევრებთან ერთად სადღესასწაულო ლიტურგიას 13 ასურელი მამის სახელობის ეკლესიაში დაესწრო.More...video clip 

პატრიარქის საშობაო ეპისტოლე

07.01.13 10:30

საქართველოს პატრიარქის ეპისტოლე სამების საკათედრო ტაძარში შეკრებილ მრევლს ლიტურგიის შემდეგ გააცნეს. მასში ყურადღება გამახვილებულია პასუხისმგებლობის გაძლიერებასა და ჭეშმარიტი ღირებულებების პატივისცემაზე.More...video clip 

ვანოს შოუ

იუმორისტული ტოქ-შოუ ცნობილ სტუმრებთან ერთად

კომედი შოუ

უნიკალური იუმორისტული სკეტჩები, სიცილის დღესასწაული რუსთავი 2-ზე !

ივანიშვილმა ეჩმიაძინის ეკლესიაში მრევლს შობა მიულოცა

06.01.13 16:43

დღეს თბილისის ეჩმიაძინის ეკლესიაში იმყოფებოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ბიძინა ივანიშვილი წირვას დაესწრო და შეკრებილ მრევლს შობა და ნათლისღება მიულოცა. More...

სააკაშვილი სომხეთის სამოციქულო ეკლესიას ულოცავს

06.01.13 15:51

პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სომხეთის სამოციქულო ეკლესიის მრევლს შობის დღესასწაულს ულოცავს. მიხეილ სააკაშვილის საშობაო მილოცვა სოციალურ ქსელ "ფეისბუქის" ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.More...

პრეზიდენტი პატრიარქს 80 წლის იუბილეს ულოცავს

04.01.13 14:48

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს პრეზიდენტმა 80 წლის იუბილე მიულოცა. მილოცვა პრეზიდენტის ოფიციალურ გვერდზე სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა.More...video clip 

ამიერკავკასიის მუსლიმთა საბჭოს თავმჯდომარე პრემიერ-მინისტრს შეხვდა

03.01.13 14:12

ამიერკავკასიის მუსლიმთა საბჭოს თავმჯდომარე შეიხ ალუვ ისლამ ალაჰ შუქურ ფაშა-ზადე საქართველოს პრემიერ-მინისტრს შეხვდა. შეხვედრას მთავრობის კანცელარიაში ილია მეორე და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეც ესწრებოდნენ.More...


  სრული პროგრამა
`პროფილი`: ზურგი - შენ რა სექსი ხარ
`შინი``ნანუკას შოუში`
ლევან აბაშიძე - 50
ოლესია თავაძის სამყარო

 
 

© 1994-2012 Rustavi 2 Broadcasting Company