ქობულეთი ტურისტული სეზონისთვის ემზადება
12.07.12 20:31
ქობულეთი ტურისტული სეზონისთვის ემზადება. კურორტს მალე განახლებული პარკი ექნება. პარკში ერთდროულად 6 ობიექტის მშენებლობა-რეაბილტაცია მიმდინარეობს. დაგეგმილია მხატვრის სახლის, ამფითეატრის, ჩოგბურთის კორტების მოწყობა.
განახლდება პარკში მდებარე ტბა და სასეირნო ბილიკები. მოეწყობა ატრაქციონები და სხვა გასართობი ობიექტები. უკვე სრულდება ერთკილომეტრიანი ნაპირსამაგრი სამუშაოები.
სამშენებლო პროცესი პრეზიდენტმა მოინახულა.
მანამდე მიხიელ სააკაშვილმა ხუცუბნის ქვის საამქრო დაათვალიერა. საამქროში სხვადასხვა სახის ფილები მზადდება, რომლითაც ქობულეთსა და ბათუმში შენობების მოპირკეთება მიმდინარეობს. საწარმოში 55 ადამიანია დასაქმებული.
|