ხუთშაბათი, 20.06.13   03:29
+19.8°
მთავარი|ახალი ამბები|გადაცემები|ჩვენ შესახებ|დაგვეკონტაქტეთ|რეკლამა რუსთავი 2-ზე|კლუბი
პოლიტიკა|ეკონომიკა|კრიმინალი|სპორტი|კულტურა | |

ივნისი 2013

S
M
T
W
T
F
S
5 
6 
10 
11 
12 
13 
14 
15 
16 
17 
18 
19 
20 
21 
22 
23 
24 
25 
26 
27 
28 
29 
30 







თქვენ ხართ სტუმარი ნომერი:


TOP.GE
enlarge photo

  

სააკაშვილი ახალ ფარმაცევტულ საწარმოს ესტუმრა

01.03.12 20:45

საქართველოს პრეზიდენტი წეროვანში ახალ ფარმაცევტულ საწარმოს ”აბიფარმს” ესტუმრა. მიხეილ სააკაშვილმა საწარმო დაათვალიერა, სამუშაო პროცესს გაეცნო, ადგილობრივ პერსონალს გაესაუბრა და წარმოებული პროდუქციის ხარისხითაც დაინტერესდა.

”აბიფარმში” სამ მილიონზე მეტი დოლარის კერძო ინვესტიცია განხორციელდა და ამჟამად იქ 30 ადამიანია დასაქმებული, რომელთა შორის წეროვანის დასახლებაში მცხოვრები დევნილებიც არიან. საწარმოს ხელმძღვანელები წარმოების და შესაბამისად, სამუშაო ადგილების გაზრდასაც გეგმავენ.

წეროვანში უკვე ხუთზე მეტი საწარმოა გახსნილი, რომელთა პერსონალი, ძირითადად, ადგილობრივებით არის დაკომპლექტებული.

საწარმოში სტუმრობისას მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის დაწყებით საქართველოში უმუშევრობა პრაქტიკულად აღარ იქნება. მისი თქმით, ეს პროცესი დაახლოებით წელიწადნახევარში დასრულდება.

პრეზიდენტის განცხადებით, მნიშვნელოვანია ასევე ის, რომ საქართველოს ექნება თავისუფალი ვაჭრობა ამერიკასთან.

"ამერიკასთან თავისუფალი ვაჭრობა არ აქვს არც თურქეთს, არც გერმანიას. გერმანიის კანცლერი მთავარ საკითხს, რასაც აყენებს ამერიკასთან, არის ის, რომ გერმანიას და ევროკავშირს ჰქონდეს თავისუფალი ვაჭრობა ამერიკასთან და იღებს ამაზე უარს. ერთადერთი ქვეყანა მთელ რეგიონში, რომელსაც ექნება თავისუფალი ვაჭრობა, არის საქართველო. ეს ნიშნავს, რომ საქართველო ხდება მართლაც ცენტრი წარმოების ყველა მიმართულებით", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

video clip photos ბეჭდვა

სხვა ახალი ამბები

მცხეთა-თიანეთის ყოფილი გუბერნატორი დააკავეს

24.01.13 21:09

მცხეთა-თიანეთის ყოფილი გუბერნატორი ცეზარ ჩოჩელი დაკავებულია. ყოფილ რწმუნებულს, შემოსავლების ლეგალიზაციასა და სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობას ედავებიან. More...

ივანიშვილი დავოსში რუსეთის პრემიერ-მინისტრს ესაუბრა

24.01.13 20:22

საქართველოსა და რუსეთის პრემიერ-მინისტრების შეხვედრას დავოსში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრიც ადასტურებს. ივანიშვილი და მედვედევი შვეიცარიაში ეკონომიკურ ფორუმს ესწრებიან.More...video clip 

ნოდარ ხადური მერაბიშვილს პასუხობს

23.01.13 11:08

ფინანსთა მინისტრი ვანო მერაბიშვილის ბრალდებებს უპასუხისმგებლოს უწოდებს. ნოდარ ხადურის თქმით, წლიური ბრუნვა 100 მილიონი ლარით გაიზარდა. ფინანსთა სამინისტრო დღეს სპეციალური დოკუმენტის გამოქვეყნებასაც აპირებს. More...video clip 

ვანო მერაბიშვილი ეკონომიკური კრიზისის შესახებ

22.01.13 15:02

`ნაციონალური მოძრაობის`გენერალური მდივანი კვლავ საბიუჯეტო კრიზისზე საუბრობს. პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე მერაბიშვილმა ჟურნალისტებს თავისი არგუმენტები გააცნო და ბიზნესმენებზე განხორციელებულ ზეწოლაზეც ისაუბრა. More...video clip 

ვანოს შოუ

იუმორისტული ტოქ-შოუ ცნობილ სტუმრებთან ერთად

კომედი შოუ

უნიკალური იუმორისტული სკეტჩები, სიცილის დღესასწაული რუსთავი 2-ზე !

ექვსკაციანი დელეგაცია ონიშენკოს შეხვდება

22.01.13 11:03

რუსეთში მოლაპარაკების მორიგი რაუნდისათვის ქართული დელეგაციის შემადგენლობა გაკვეულია. დელეგაცია სოფლის მეურნეობისა და `სამტრესტის` წარმომადგენლებით დაკომპლექტდება.More...video clip 

ონიშჩენკო ქართული კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდება

21.01.13 14:54

გენადი ონიშჩენკო მზად არის, რუსულ ბაზარზე ქართული პროდუქციის დაბრუნების თაობაზე მოლაპარაკებები ქართულ დელეგაციასთან იანვრის ბოლოს, ან თებერვლის დასაწყისში გამართოს. More...video clip 

კახეთში სტიქიით დაზარალებულთათვის 95 მილიონი ლარია გამოყოფილი

21.01.13 13:46

კახეთში სტიქიის შედეგად დაზარალებულთა სიები "ბანკი ქართუს" ფილიალს გადაეცემა და დაიწყება მათ სახელზე ანგარიშების გახსნაც. სიაში სულ 28 500 ოჯახია. თანხის ოდენობა ინდივიდუალურად, მიღებული ზარალის მიხედვით განისაზღვრება.More...video clip 

ჩალაგაშვილი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

19.01.13 19:58

გურამ ჩალაგაშვილი თავისუფალია. აღმკვეთ ღონისძიებად ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის თვმჯდომარეს გირაოთი გათავისუფლება შეეფარდა. More...video clip 


  სრული პროგრამა
პოზიცია
კურიერი: პირველი ოპერა
კურიერი: შავი ზღვის ჯაზ ფესტივალი
P.S.: იდეალისტის 10 წელი

 
 

© 1994-2013 Rustavi 2 Broadcasting Company