საქართველოში რელიგიურ საფუძველზე წარმოქმნილ ბოლოდროინდელ დაპირისპირებებთან დაკავშირებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური განცხადება გავრცელდა.
საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარე აზერბაიჯანმა არასასურველ სტუმართა სიაში შეიყვანა. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს მწვავე კრიტიკული განცხადება მაყვალა გონაშვილის მთიან ყარაბაღში ჩასვლას მოჰყვა.
სოფელ წინწყაროში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით სახალხო დამცველის აპარატი მთავარ პროკურატურას მიმართავს და ითხოვს, გატარდეს სათანადო ღონისძიებები სოფლის მუსლიმანი მოსახლეობის უფლებების დაცვის მიზნით.
რობერტ სტურუა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად დაინიშნა. გადაწყვეტილება კულტურის მინისტრმა მიიღო და სტურუას დანიშვნის შესახებ უკვე ოფიციალურად განუცხადეს თეატრის თანამშრომლებს.
ვანოს შოუ
იუმორისტული ტოქ-შოუ ცნობილ სტუმრებთან ერთად
კომედი შოუ
უნიკალური იუმორისტული სკეტჩები, სიცილის დღესასწაული რუსთავი 2-ზე !
2010 წლის შემდეგ ნოდარ დუმბაძის სახელობის თეატრიდან გათავისუფლებული რეჟისორები, მსახიობები, მხატვრები და მუსიკოსები მოზარდ მაყურებელთა თეატრის მმართველის თანამდებობიდან მოხსნას ითხოვენ. უკვე ხუთი წელია თეატრს მიხეილ ანთაძე ხელმძღვანელობს.
საქართველოს პრეზიდენტი კი გიორგობის დღესასწაულს ბაგრატის ტაძარში შეხვდა. მიხეილ სააკაშვილი საზეიმო პარაკლისს შვილთან და მეუფე კალისტრატესთან ერთად დაესწრო. ლოცვის შემდეგ პრეზიდენტმა ქვეყანაში მშენებლობების გაგრძელებისა და ბაგრატის აღდგენის მნიშვნელობაზეც ისაუბრა.
რობერტ სტურუამ რუსთაველის თეატრში დაბრუნება სოციალური ქსელის შემდეგ მედიის საშუალებით დაადასტურა. ის, სავარაუდოდ, სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელთან ერთად მმართველის პოსტსაც შეითავსებს.
დღეს გიორგობაა. ქართული მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა გიორგის ბორბალზე წამების დღეს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით, ტაძრებში სადღესასწაულო წირვა სრულდება.