სამშაბათი, 21.05.13   19:18
+15.2°
მთავარი|ახალი ამბები|გადაცემები|ჩვენ შესახებ|დაგვეკონტაქტეთ|რეკლამა რუსთავი 2-ზე|კლუბი
პოლიტიკა|ეკონომიკა|კრიმინალი|სპორტი|კულტურა | |

მაისი 2013

S
M
T
W
T
F
S
1 
2 
3 
4 
6 
7 
8 
9 
10 
11 
12 
13 
14 
15 
16 
17 
18 
19 
20 
21 
22 
23 
24 
25 
26 
27 
28 
29 
30 
31 







თქვენ ხართ სტუმარი ნომერი:


TOP.GE
enlarge photo

  

თბილისის მერი სოციალურად დაუცველ ოჯახს ესტუმრა

08.06.12 14:52

სახელმწიფო დაზღვევის ახალ პროექტებზე სასაუბროდ თბილისის მერი სოციალურად დაუცველ ერთ-ერთ ოჯახს ესტუმრა. გიგი უგულავა ნორიოს ქუჩაზე მცხოვრებ ნიკოლაიშვილების ოჯახში ექიმთან ერთად მივიდა.

მედიკოსმა 4 წლის ავთანდილ ნიკოლაიშვილი გასინჯა, რომელსაც ხშირად აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. ოჯახის ექიმის მომსახურებით ნიკოლაიშვილები უსახსრობის გამო ვერ სარგებლობდნენ. ოჯახს სოციალურად დაუცველის სტატუსი სუბსიდიების სააგენტომ ივნისში მიანიჭა და შესაბამისად, ისინი სოციალური პაკეტის ფარგლებში ყველა შეღავათით ისარგებლებენ, მათ შორის, დაზღვევითაც.

თბილისის მერიის მიერ დედაქალაქში 300 ათასი სხვადასხვა კატეგორიის ადამიანია დაზღვეული, მათ შორის, თითქმის 60 ათასი სოციალურად დაუცველია. 2012 წლის პირველი სექტემბრიდან ძალაში შედის სახელმწიფო დაზღვევის ახალი პროექტი, რომლის მიხედვით დაზღვევა ექნება ყველა პენსიონერს და 0-დან 5 წლის ჩათვლით ასაკის ბავშვს. რაც იმას ნიშნავს, რომ თბილისში სექტემბრიდან ნახევარ მილიონამდე ადამიანი იქნება დაზღვეული.

video clip photos ბეჭდვა

სხვა ახალი ამბები

ბიძინა ივანიშვილი ჟურნალისტებს შეხვდა

14.05.13 15:14

გახმაურებული გამოძიებები, საკადრო გადაწყვეტილებები, შიდა და საგარეო პოლიტიკა და ურთიერთობა პრესასთან - ბიძინა ივანიშვილი ორსაათნახევრის განმავლობაში პასუხობდა ჟურნალისტების კითხვებს სხვადასხვა თემაზე. More...video clip 

ღარიბაშვილი და ნაცვლიშვილი მოდულის შენობაში იმყოფებოდნენ

14.05.13 14:56

შინაგან საქმეთა მინისტრის დაპატიმრებულ მოადგილეს გელა ხვედელიძეს შესაძლოა ბრალი დღეს წაუყენონ. სულ რაღაც ერთი საათის წინ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და მთავარი პროკურორის მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი ე.წ. მოდულის შენობაში იმყოფებოდნენ.More...video clip 

დაჭრილი ჯარისკაცების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

14.05.13 13:19

ქართველი სამხედროების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია ავღანეთში გუშინ განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაჭრილი სამხედროები ამ დროისთვის ბაზა „ბასტიონზე“, მთავარ ჰოსპიტალში არიან გადაყვანილი. More...video clip 

პრემიერმა საია გააკრიტიკა

14.05.13 12:56

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დღეს არასამთავრობო სექტორი უფლებათა გადაჭარბებისთვის გაკრიტიკა და ამის მაგალითად საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მოიყვანა.More...video clip 

ვანოს შოუ

იუმორისტული ტოქ-შოუ ცნობილ სტუმრებთან ერთად

კომედი შოუ

უნიკალური იუმორისტული სკეტჩები, სიცილის დღესასწაული რუსთავი 2-ზე !

პროკურატურა აგვისტოს ომის საკითხებზე სპეციალურ ჯგუფს ქმნის

14.05.13 12:36

მთავარი პროკურორის გადაწყვეტილებით, 2008 წლის აგვისტოს საომარი მოქმედებების დროს და მის შემდგომ პერიოდში სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების შესასწავლად სპეციალური საგამოძიებო ჯგუფი შეიქმნება. More...video clip 

ნაციონალური მოძრაობის კიდევ ერთი კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძეა

14.05.13 11:47

სახელდება პრეზინდეტობის კიდევ ერთ სავარაუდო კანდიდატი ნაციონალური მოძრაობის მხრიდან. დეპუტატი ზურაბ ჯაფარიძე ნაციონალური მოძრაობის პრაიმერიში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც საპრეზიდენტო კანდიდატის შესარჩევად გაიმართება. More...video clip 

მარგველაშვილი ოპონენტებს მისი ჩანაწერების ფაბრიკაციაში ადანაშაულებს

14.05.13 11:47

გიორგი მარგველაშვილი `ქართული ოცნების`პრეზიდენტობის კანდიდატად მისი დასახელებიდან ორი დღის განმავლობაში გავრცელებულ კომენტარებს პასუხობს.More...video clip 

ავღანეთში დაღუპულ სამხედროთა ოჯახებს უსამძიმრებს ბაჩო ახალაია

14.05.13 11:28

ავღანეთში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს ყოფილი თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია. More...video clip 


  სრული პროგრამა
რელიგიური უმცირესობა 17 მაისზე საუბრობს
ჩამორთმეული მანქანები
რა მოხდა კიევში
ფოტოსესია პუანტებში

 
 

© 1994-2012 Rustavi 2 Broadcasting Company