`ქართუ ჯგუფის` იძულებით მმართველად ვლადიმერ უგულავა დაინიშნა
12.07.12 18:35
"ქართუ ჯგუფის" იძულებით მმართველად ვლადიმერ უგულავა დაინიშნა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს მიიღო.
ვლადიმერ უგულავა მოვალეობის შესრულებას უკვე შეუდგა.
სააღსრულებო ბიურომ "ქართუ ჯგუფის" მმართველის დანიშვნა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც "ქართუ ჯგუფის" აქციები აუქციონზე გაიტანეს, თუმცა მას მყიდველი არ გამოუჩნდა.
საქართველოში ეკონომიკური აქტივობის შენელებაზე საუბრობს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. გიორგი ქადაგიძე აცხადებს, რომ ამ პროცესის საპასუხოდ ბანკმა უკვე მიმართა გარკვეულ ზომებს და განმარტავს...
პრეზიდენტის სამი ახალი საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტს უახლოეს პერიოდში გადაეგზავნება. მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებას ბიზნესის მხარდასაჭერად ეკონომიკურ ამნისტიას სთავაზობს. უმრავლესობა კი აცხადებს, რომ სწორედ ეკონომიკური ამნისტია გახდება ქვეყანაში საბიუჯეტო კრიზისის მიზეზი.
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური თბილისის მერის გიგი უგულავას დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ სოციალური ვაუჩერების მსგავსი პროექტის განხორციელება ქვეყნის მასშტაბით არ იგეგმება და მსგავსი ფორმით მოსახლეობის შეურაცხყოფას მთავრობა არ აპირებს.
2013 წლის თბილისის საკრებულოს მიერ დამტკიცებული ბიუჯეტის მიხედვით, თბილისში რეგისტირებული თითოეული აბონენტი მერიისგან 100-ლარიან კომუნალურ ვაუჩერს მიიღებს. ვაუჩერის შესახებ ინფორმაცია მოსახლეობას თბილისის მერმა მიაწოდა.
ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის პროექტის გადახედვის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ აზერბაიჯანი საქართველოსთვის ბუნებრივი აირის ტარიფის გადახედვას არ გამორიცხავს.