ქვეყნის მასშტაბით სამუშაოს მაძიებელთა ბაზის შექმნაზე აქტიური მუშაობა გრძელდება. დასაქმების მინისტრი დღეს ოზურგეთში ჩავიდა და მოქალეების რეგისტრაციის პროცესს პირადად დაესწრო. დღესვე პაატა ტრაპაიძე სოფელ ნარუჯის მოსახელობას შეხვდა და მათი პრობლემები ადგილზე მოისმინა.
მარიხუანის მომხმარებელს შესაძლოა მძიმე სასჯელი აღარ დაეკისროს - ამას სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტი ითვალისწინებს. კანონპროექტი ნარკოტიკული დანაშაულის საკითხზე უკვე ინიცირებულია პარლამენტში.
რამდენიმე არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიის მიერ პრეზიდენტობის ერთობლივი კანდიდატის შერჩევაზე საუბრობს ჯონდი ბაღათურია. `ქართული დასის`ლიდერის თქმით, უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკება კონკრეტულ პარტიებთან ალიანსის შესაქმნელად.
სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულში ეჭვმიტანილი პირი დააკავეს. პირადი ჩხრეკისას ეჭვმიტანილს 3,864 გრამი ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინი და 0,1166 გრამი კოკაინი აღმოაჩნდა.
ვანოს შოუ
იუმორისტული ტოქ-შოუ ცნობილ სტუმრებთან ერთად
კომედი შოუ
უნიკალური იუმორისტული სკეტჩები, სიცილის დღესასწაული რუსთავი 2-ზე !
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია დღეს მთავარი პროკურორის სახელზე განმეორებითი განაცხადის შეტანას აპირებს და უწყებას ოფიციალურად მიმართავს. არასამთავრობო ორგანიზაცია ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს დაღუპული შვიდი ჩეჩენის...
არასამთავრობო ორგანიზაცია `იდენტობა`, რომელიც სექსუალური უმცირესობების ინტერესების დაცვაზე მუშაობს და `ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი` 17 მაისს თბილისში, პარლამენტის ყოფილი შენობის წინ მდუმარე აქციას და ფლეშ-მობს გამართავენ...
იუსტიციის მინისტრს პრეზიდენტობის ფავორიტი კანდიდატები უკვე ჰყავს, თუმცა მათი დასახელებისგან თავს იკავებს. მმართველი პარტიის პოლიტსაბჭო საბოლოო კონსულტაციებს საპრეზიდენტო კანდიდატის შერჩევის მიზნით შაბათ-კვირას გამართავს.