საქართველოს პრეზიდენტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს კაპრალ გივი ფანცულაიას დაღუპვის გამო, რომელიც ავღანეთში მოწინააღმდეგის მიერ ნაღმმტყორცნი ჭურვის აფეთქების შედეგად მიღებული ჭრილობებით გარდაიცვალა. მიხეილ სააკაშვილი სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს და თანაუგრძნობს მის ახლობლებსა და თანამებრძოლებს.
კაპრალი გივი ფანცულაია 2012 წლის იანვარში დაიჭრა. ამერიკულმა მხარემ მას ადგილზევე აღმოუჩინა სამედიცინი დახმარება, რის შემდეგაც რამდენიმე თვის განმავლობაში მკურნალობდნენ, მათ შორის, გერმანიაში, ამერიკის სამხედრო ჰოსპიტალში. ექიმების მცდელობის მიუხედავად, გივი ფანცულაის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ავღანეთში დაღუპულ შვიდ ქართველ ჯარისკაცს დღეს სამხედრო პატივით დაკრძალავენ. სამგლოვიარო ცერემონიალი გორისა და მცხეთის რაიონებში, ასევე რუსთავში, ყვარელსა და მარტყოფში გაიმართება, სადაც დაღუპული ბიჭების ოჯახები ცხოვრობენ.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი რექტორის ვინაობა 16 აგვისტოს გაირკვევა. აკადემიური საბჭოს დადგენილებით, ამ თანამდებობის დასაკავებლად კონკურსი გუშინ გამოცხადდა.
დემოკრატიული მოძრაობა საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მუშაობას იწყებს. პარტიის ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ დღეს პარტიის თბილისის საქალაქო ორგანიზაციის ხელმძღვანელი გიგლა ბარამიძე წარადგინა. მისი თქმით, ბარამიძე საპრეზიდენტო საარჩევნო შტაბსაც უხელმძღვანელებს.
ვანოს შოუ
იუმორისტული ტოქ-შოუ ცნობილ სტუმრებთან ერთად
კომედი შოუ
უნიკალური იუმორისტული სკეტჩები, სიცილის დღესასწაული რუსთავი 2-ზე !
საკვებით მოწამლული ჯარისკაცები სამხედრო სამსახურს უბრუნდებიან. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. გუშინ ქუთაისის მე-3 ბრიგადაში საკვებმა 11 ჯარისკაცი მოწამლა.
დღეს 52 პატიმარი გათავისუფლდება. ისინი ვადაზე ადრე დატოვებენ სასჯელაღსრულების დაწესებულებებს. ეს გადაწყვეტილება პირობით ვადამდე გათავისუფლების მუდმივმოქმედმა კომისიამ მიიღო.