ხუთშაბათი, 20.06.13   13:44
+25.4°
მთავარი|ახალი ამბები|გადაცემები|ჩვენ შესახებ|დაგვეკონტაქტეთ|რეკლამა რუსთავი 2-ზე|კლუბი
პოლიტიკა|ეკონომიკა|კრიმინალი|სპორტი|კულტურა | |

ივნისი 2013

S
M
T
W
T
F
S
10 
11 
12 
13 
14 
15 
16 
17 
18 
19 
20 
21 
22 
23 
24 
25 
26 
27 
28 
29 
30 







თქვენ ხართ სტუმარი ნომერი:


TOP.GE
enlarge photo

  

`ბორჯღალოსნებმა` რუს მორაგბეებზე გაიმარჯვეს

19.03.11 18:13

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის "ერთა თასის" 2012 წლის გათამაშების ბოლო მატჩში რუსეთის ნაკრებთან ანგარიშით 15:9 გაიმარჯვა. საქართველოს ნაკრები "ერთა თასის" მფლობელია.

თამაში სოჭში, სლავა მეტრეველის სახელობის არენაზე გაიმართა და მიუხედავად მოედნის ცუდი საფარისა, "ბორჯღალოსნებმა" დამაჯერებლად გაიმარჯვეს.

ქართველი მორაგბეები პირველი ტაიმის დასაწყისშივე დაწინაურდნენ. მეოთხე წუთზე ჯარიმა ზუსტად მერაბ კვირიკაშვილმა შეასრულა. რუსებმა საპასუხო ჯარიმის გატანა და ანგარიშის გათანაბრება პირველი ტაიმის დასრულებამდე შეძლეს.

მეორე ტაიმის დასაწყისში "ბორჯღალოსნებმა" იძალეს და მსაჯმა ტექნიკური ლელო ჩაგვითვალა, კვირიკაშვილის გარდასახვა კი ზუსტი იყო - 3:10. ამის შემდეგ მასპინძლებმა ზედიზედ ორი საჯარიმო გამოიყენეს და ანგარიშში სხვაობა მინიმალური გახდა, თუმცა ტაიმის მიწურულს ქართველ მორაგბეთა იერიში ჯაბა ბრეგვაძემ ლელოდ აქცია – 9:15, მალაღურაძემ კი ზუსტად ვერ გარდასახა და მატჩიც ამ შედეგით დასრულდა.

ამ გამარჯვებით "ბორჯღალოსნებმა" "ერთა თასის" 2011 წლის გათამაშებაში ხუთიდან ხუთივე მოგებული მატჩი მიითვალეს, საქართველო-რუსეთის სარაგბო დაპირისპირებაში კი ჩვენი უპირატესობა ცამეტ მოგებამდე ერთი მარცხის წინააღმდეგ გაიზარდა.

video clip photos ბეჭდვა

სხვა ახალი ამბები

`დინამოს` ახალი მწვრთნელის ვინაობა კვლავ გაურკვეველია

18.04.12 11:44

საფეხბურთო კლუბ `დინამოში` მთავარი მწვრთნელის ადგილი კვლავაც ვაკანტურია. დროებით გუნდს რამაზ მუმლაძე გაწვრთნის; ის პოსტზე ახალი მთავარი მწვრთნელის მისვლამდე, ანუ სეზონის ბოლომდე იმუშავებს. More...video clip 

დევდარიანმა `დინამოს` მწვრთნელის თანამდებობა დატოვა

17.04.12 17:37

თბილისის "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა გიორგი დევდარიანმა თანამდებობა დატოვა. გადაწყვეტილება მთავარმა მწვრთნელმა კლუბის მფლობელ რომან ფიფიასთან შეხვედრის შემდეგ მიიღო. More...video clip 

გურიაში ტრადიციული ლელობურთი გაიმართა

15.04.12 17:58

16-კილოგრამიანი ტყავის ბურთი და თამაში, რომელსაც გურიაში უკვე სამ საუკუნოვანი ტრადიცია აქვს, - თუმცა ლელობურთი დიდი ხანია გასცდა მხოლოდ შეჯიბრის ფარგლებს და მან სახალხო დღესასწაულის სახე მიიღო.More...

რაულ ცირეკიძე ევროპის 2012 წლის ჩემპიონია

15.04.12 17:44

რაულ ცირეკიძე ევროპის 2012 წლის ჩემპიონია. ქართველმა ძალოსანმა ანტალიაში კონტინენტის პირველობაზე ბრწყინვალედ იასპარეზა და 85 კილოგრამ წონით კატეგორიაში პირველობა არავის დაუთმო. More...

ვანოს შოუ

იუმორისტული ტოქ-შოუ ცნობილ სტუმრებთან ერთად

კომედი შოუ

უნიკალური იუმორისტული სკეტჩები, სიცილის დღესასწაული რუსთავი 2-ზე !

სააკაშვილმა სამხრეთ კორეაში ვიზიტი დაასრულა

29.03.12 13:59

"სამხრეთ კორეის მაგალითი გვაჩვენებს, რომ საქართველო სწორი გზით ვითარდება," - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სამხრეთ კორეელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ.More...video clip 

საქართველოს 17 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა ინგლისი დაამარცხა

28.03.12 19:16

საქართველოს 17 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა ინგლისი დაამარცხა. შეხვედრის ერთადერთი გოლი მსაჯის მიერ დამატებულ ბოლო წუთზე გიორგი პაპუნაშვილმა გაიტანა. More...video clip 

სტამბოლში უეფას 36-ე კონგრესი დასრულდა

22.03.12 20:19

სტამბოლში უეფას 36-ე კონგრესი დასრულდა. კონგრესის მოანიწლებს თურქეთის პრემიერ-მინისტრმა სიტყვით მიმართა. რეჯეპ ტაიპ ერდროღანის განცხადებით, თურქეთს 2020 წლის ევროპის ჩამპიონატის მასპინძლობა სურს.More...video clip 

სტამბოლში უეფას კონფერენცია მიმდინარეობს

21.03.12 10:52

სტამბოლში უეფას კონფერენცია მიმდინარეობს. ევროპის ქვეყნების ფეხბურთის ფედერაციების ხელმძღვანელები რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხის გადასაწყვეტად შეიკრიბნენ. More...video clip 


  სრული პროგრამა
ნანუკას შოუ: გულიკო ჩაფიძე
კურიერი: ბაგრატის ვერდიქტი
პოზიცია
კურიერი: პირველი ოპერა

 
 

© 1994-2013 Rustavi 2 Broadcasting Company