სამშაბათი, 21.05.13   15:29
+32.5°
მთავარი|ახალი ამბები|გადაცემები|ჩვენ შესახებ|დაგვეკონტაქტეთ|რეკლამა რუსთავი 2-ზე|კლუბი
პოლიტიკა|ეკონომიკა|კრიმინალი|სპორტი|კულტურა | |

მაისი 2013

S
M
T
W
T
F
S
1 
9 
10 
11 
12 
13 
14 
15 
16 
17 
18 
19 
20 
21 
22 
23 
24 
25 
26 
27 
28 
29 
30 
31 







თქვენ ხართ სტუმარი ნომერი:


TOP.GE
enlarge photo

  

სააკაშვილი აზერბაიჯანისა და თურქეთის ეკონომიკის მინისტრებს შეხვდა

16.02.12 20:22

მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი აზერბაიჯანისა და თურქეთის ეკონომიკის მინისტრებს შეხვდა. პრეზიდენტთან შესახვედრად ისინი სასტუმრო "რედისონში" ვერა ქობალიასთან გამართული ორმხრივი შეხვედრებისა და ბიზნესფორუმის დასრულების შემდეგ გაემგზავრნენ.

შეხვედრაზე ქვეყნებს შორის ურთიერთობის გაღრმავებაზე ისაუბრეს. ითქვა, რომ სამმა ქვეყანამ თანამშრომლობის სამაგალითო მოდელი შექმნა.

შეხვედრაზე მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ თურქეთი არის საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორი, ხოლო აზერბაიჯანი ერთ-ერთი მთავარი ინვესტორი და ამ ქვეყნიდან ბოლო წლებში 800 მილიონი დოლარზე მეტი ინვესტიცია შემოვიდა საქართველოში.

"ამით უამრავი სამუშაო ადგილი შეიქმნა. უამრავ ადამიანს გაემართა ხელი. ჩვენი მეგობრობის სიმბოლოა ახალი რკინიგზა, რომელიც წელს პრატიკულად დასრულდება და რომელიც აზერბაიჯანს და საქართველოს თურქეთის გავლით შეართებს ევროპის რკინიგზასთან. თურქეთი ხდება ჩვენთვის ფანჯარა ევროპაში. ჩვენ იზოლირებულები ვიყავით სახმელეთო კომუნიკაციებით ევროპისგან. ეს რკინიგზა მართლა გარღვევაა ჩვენი რეგიონისთვის ევროპის მიმართულებით," - განაცხადა სააკაშვილმა.

"ჩვენ სარფი გავაფართოვეთ. თურქეთის მხრიდანაც გაფართოვდება საბაჟო, რომ რიგები არ იყოს.  რაც შეეხება აზერბაიჯანს, იზრდება არა მარტო სავაჭრო ბრუნვა, არამედ აზერბაჯანელი ტურისტების რაოდენობა. ეს ხელს უწყობს როგორც ტურიზმის, ასევე ხალხთა შორის ურთიერთობების განვითარებას. აზერბაიჯანის მეშვეობით, ძირითადად დასრულდება გაზიფიკაცია საქართველოში. ამ ცივ ზამთარში დავინახეთ, რამხელა მნიშვნელობა აქვს ეკონომიკურ თანამშრომლობას. იმ პირობებში,  როცა ევროპას გაზით მომარაგებაში შექმნა პრობლემა, საქართველოს საერთოდ არ შეხებია პრობლემა აზერბაიჯანის დახმარებით," - განაცხადა მან.

თურქეთის ეკონომიკის მინისტრმა ზაფერ ჩაღლანმა საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს სომალელი მეკობრეების ტყვეობიდან თურქი მეზღვაურების გათავისუფლებისთვის და თურქეთში მომხდარი მიწისძვრის დროს აღმოჩენილი დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

"ძალიან მნიშვნელოვანი თქვენი ინიციატივა, რომელიც გულისხმობს პირადობებით მიმოსვლას ჩვენ ქვეყნებს შორის. ასევე მნიშვნელოვანია თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმება," - განაცხადა მინისტრმა.

აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრის თქმით, აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა მრავალმხრივია, როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო პროექტებშიც.

შაჰინ მუსტაფაევმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანი-საქართველო და თურქეთი ევროპას ენერგორესურსებით უზრუნველყოფს და სატრანზიტო პოტენციალი ჯეროვნად უნდა იქნეს გამოყენებული.

video clip photos ბეჭდვა

სხვა ახალი ამბები

ყოფილი მაღალჩინოსნები დაიკითხნენ

22.12.12 20:19

დაკითხვაზე იმყოფება ყოფილი პრემიერ-მინისტრი. ნიკა გილაურს, სავარაუდოდ, ბანკ "ქართუს" ხელოვნური გაკოტრების მცდელობის საქმის შესახებ უსვამენ კითხვებს. More...video clip 

გილაური და გვინდაძე დაკითხვაზე დაიბარეს

22.12.12 13:11

შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტო ყოფილ პრემიერ-მინისტრს ნიკა გილაურს და ფინანსთა ყოფილ მინისტრ დიმიტრი გვინდაძეს მოწმის სახით დაკითხვაზე იბარებს.More...video clip 

ვერა ქობალია მოწმის სტატუსით დაკითხეს

21.12.12 21:45

ეკონომიკის ყოფილი მინისტრი მოდულის შენობაში დაკითხვაზე დღის ბოლოს ადვოკატთან ერთად, მივიდა. მოწმის სტატუსით ვერა ქობალიას, სავარაუდოდ, ”ქართუს” საქმეთან დაკავშირებით კითხავენ...More...video clip 

`ერთიანი ნაციონალური მოძრაობის` პრესკონფერენცია

14.12.12 20:16

საქართველოს პრეზიდენტის საერთაშორისო ფრენების გრაფიკის გასაჯაროებასთან დაკავშირებით, განცხადება გააკეთა "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ".More...video clip 

ვანოს შოუ

იუმორისტული ტოქ-შოუ ცნობილ სტუმრებთან ერთად

კომედი შოუ

უნიკალური იუმორისტული სკეტჩები, სიცილის დღესასწაული რუსთავი 2-ზე !

ქართული ღვინო რუსეთში შესაძლოა ახალ წელს დაბრუნდეს

14.12.12 14:43

ქართული ღვინო რუსეთის ბაზარზე შესაძლოა ახალ წელს დაბრუნდეს. განცხადება ამის შესახებ გენადი ონიშჩენკომ გააკეთა. რუსეთის მთავარი სანიტრის თქმით, არ არსებობს არავითარი ხელოვნური დაბრკოლება, რომ ქართული ღვინო და მინერალური სასმელი რუსეთის ბაზარზე დაბრუნდეს. More...video clip 

წყნეთის სამთავრობო აგარაკები შესაძლოა გაიყიდოს

13.12.12 15:45

წყნეთში მდებარე სამთავრობო აგარაკები, შესაძლოა, პრივატიზაციას დაექვემდებაროს, - ამის შესახებ მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ ეკონომიკის მინისტრის პირველმა მოადგილემ დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა. More...video clip 

მერაბიშვილი სავალდებულო ტექდათვალიერების შესახებ

12.12.12 19:50

ვანო მერაბიშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე გამოეხმაურა უკანასკნელ დღეებში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც საქართველოს მთავრობა გეგმავს აღადგინოს მსუბუქი ავტომობილებისთვის სავალდებულო ტექდათვალიერება. More...video clip 

ივანიშვილი სოციალურად დაუცველებს შეხვდა

12.12.12 19:22

ბიძინა ივანიშვილი მის სახლთან შეკრებულ სოციალურად დაუცველებს შეხვდა. 30-მდე მოქალაქემ წუხანდელი ღამე სწორედ პრემიერ ივანიშვილის ბიზნესცენტრთან გაათენა. More...video clip 


  სრული პროგრამა
რელიგიური უმცირესობა 17 მაისზე საუბრობს
ჩამორთმეული მანქანები
რა მოხდა კიევში
ფოტოსესია პუანტებში

 
 

© 1994-2012 Rustavi 2 Broadcasting Company