დავით საყვარელიძე პოლიტიკურ საქმიანობას იწყებს
11.06.12 16:27
დავით საყვარელიძე პოლიტიკურ საქმიანობას იწყებს. მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ თანამდებობა თავისი განცხადების საფუძველზე დატოვა.
როგორია კონკრეტულად მისი პოლიტიკური გეგმები, ეს ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, მას ერთ-ერთ უბანზე მაჟორიტარად წარადგენენ.
საყვარელიძე მთავარი პროკურორის პირველი მოადგილის პოსტს 2009 წლიდან იკავებდა, მანამდე კი 2008–2009 წლებში ის თბილისის პროკურორი იყო.
2007-2008 წლებში საყვარელიძე მცხეთა-მთიანეთისა და შიდა ქართლის საოლქო პროკურორის თანამდებობაზე მუშაობდა.
მას დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდენობის ფაკულტეტი და ნიუ-იორკის ბონა ვენტურას სახელობის უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი. აგრეთვე არის ტოიოს უნივერსიტეტის მაგისტრანტი.
|