`ქართუ ჯგუფის` იძულებით მმართველად ვლადიმერ უგულავა დაინიშნა
12.07.12 18:35
"ქართუ ჯგუფის" იძულებით მმართველად ვლადიმერ უგულავა დაინიშნა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს მიიღო.
ვლადიმერ უგულავა მოვალეობის შესრულებას უკვე შეუდგა.
სააღსრულებო ბიურომ "ქართუ ჯგუფის" მმართველის დანიშვნა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც "ქართუ ჯგუფის" აქციები აუქციონზე გაიტანეს, თუმცა მას მყიდველი არ გამოუჩნდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტო ყოფილ პრემიერ-მინისტრს ნიკა გილაურს და ფინანსთა ყოფილ მინისტრ დიმიტრი გვინდაძეს მოწმის სახით დაკითხვაზე იბარებს.
ეკონომიკის ყოფილი მინისტრი მოდულის შენობაში დაკითხვაზე დღის ბოლოს ადვოკატთან ერთად, მივიდა. მოწმის სტატუსით ვერა ქობალიას, სავარაუდოდ, ”ქართუს” საქმეთან დაკავშირებით კითხავენ...
ქართული ღვინო რუსეთის ბაზარზე შესაძლოა ახალ წელს დაბრუნდეს. განცხადება ამის შესახებ გენადი ონიშჩენკომ გააკეთა. რუსეთის მთავარი სანიტრის თქმით, არ არსებობს არავითარი ხელოვნური დაბრკოლება, რომ ქართული ღვინო და მინერალური სასმელი რუსეთის ბაზარზე დაბრუნდეს.
წყნეთში მდებარე სამთავრობო აგარაკები, შესაძლოა, პრივატიზაციას დაექვემდებაროს, - ამის შესახებ მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ ეკონომიკის მინისტრის პირველმა მოადგილემ დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა.
ვანო მერაბიშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე გამოეხმაურა უკანასკნელ დღეებში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც საქართველოს მთავრობა გეგმავს აღადგინოს მსუბუქი ავტომობილებისთვის სავალდებულო ტექდათვალიერება.
ბიძინა ივანიშვილი მის სახლთან შეკრებულ სოციალურად დაუცველებს შეხვდა. 30-მდე მოქალაქემ წუხანდელი ღამე სწორედ პრემიერ ივანიშვილის ბიზნესცენტრთან გაათენა.