პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი, ჯანდაცვის მინისტრთან ერთად, დღეს თეთრიწყაროს რაიონში ბექაურების ოჯახს ესტუმრა და მათ მცირეწლოვან ბავშვებს დაზღვევის პოლისები გადასცა.
ოჯახის კიდევ ორმა წევრმა სახელმწიფო დაზღვევის პაკეტი პენსიასთან ერთად რამდენიმე დღის წინ მიიღეს. დაზღვევის პროგრამ სექტემბრიდან შედის ძალაში.
პრემიერი ოჯახის წევრებს სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამებზე და ჯანდაცვის ხელმისაწვდომობაზე ესაუბრა.
დღესვე პრემიერ-მინისტრმა თეთრიწყაროს მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი დაათვალიერა და სამედიცინო პერსონალს ყველაზე მტკივნეულ საკითხებსა და სამედიცინო სფეროში მიმდინარე რეფორმებზე გაესაუბრა.
შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო სამსახურმა გურჯაანის რაიონის სოფელ მახარაძისა და კაჭრეთის რწმუნებულები, ვაჟა არუთინაშვილი და გივი რამაზაშვილი დააკავა. გამოძიება მათ საპატრიარქოს კუთვნილი 50 ჰექტარი საძოვრის უკანონოდ გაქირავებას ედავება.
გაეროს რეზოლუციის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა საქართველოს პრეზიდენტმა გაეროს წარმომადგენელთან შეხვედრისას. მიხეილ სააკაშვილმა გაეროს სპეციალური მომხსენებელი, იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებათა დაცვის საკითხებში ჩალოკა ბეიანი მიიღო.
ავღანეთში დაღუპულ შვიდ ქართველ ჯარისკაცს დღეს სამხედრო პატივით დაკრძალავენ. სამგლოვიარო ცერემონიალი გორისა და მცხეთის რაიონებში, ასევე რუსთავში, ყვარელსა და მარტყოფში გაიმართება, სადაც დაღუპული ბიჭების ოჯახები ცხოვრობენ.
ვანოს შოუ
იუმორისტული ტოქ-შოუ ცნობილ სტუმრებთან ერთად
კომედი შოუ
უნიკალური იუმორისტული სკეტჩები, სიცილის დღესასწაული რუსთავი 2-ზე !
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი რექტორის ვინაობა 16 აგვისტოს გაირკვევა. აკადემიური საბჭოს დადგენილებით, ამ თანამდებობის დასაკავებლად კონკურსი გუშინ გამოცხადდა.
დემოკრატიული მოძრაობა საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მუშაობას იწყებს. პარტიის ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ დღეს პარტიის თბილისის საქალაქო ორგანიზაციის ხელმძღვანელი გიგლა ბარამიძე წარადგინა. მისი თქმით, ბარამიძე საპრეზიდენტო საარჩევნო შტაბსაც უხელმძღვანელებს.