თბილისში დედაქალაქის ძველი გალავანი აღმოაჩინეს
03.08.12 10:53
თბილისში დედაქალაქის ძველი გალავანი აღმოაჩინეს. ნანგრევები პუშკინის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოების დროს იპოვეს. გალავნის ფრაგმენტები XII-დან XVIII საუკუნეების ჩათვლით თარიღდება.
არქეოლოგებმა ასევე იპოვეს თიხის ჭურჭელი და ბირთვის ქვა, რომელსაც ომის დროს იყენებდნენ.
ამ გალავნის არსებობის შესახებ არქეოლოგებმა აქამდეც იცოდნენ. მასზე საუბარია თბილისის შესახებ არსებულ თითქმის ყველა ისტორიულ წყაროში.
გალავნის სრული მონახაზი კარგად ჩანს ასევე ვახუშტი ბატონიშვილის მიერ 1735 წელს შექმნილ პირველ ატლასშიც.
იგეგმება ამ არქეოლოგიური აღმოჩენის კონსერვაცია.
მიმდინარე სამუშების დასრულების შემდეგ, მისი ნახვა ტურსტებს და ნებისმიერ მსურველს შეეძლება. პუშკინის ქუჩაზე კი ორი კვირის განმავლობაში მოძრაობა გადაიკეტება.
|