შაბათი, 25.05.13   08:35
+24.9°
მთავარი|ახალი ამბები|გადაცემები|ჩვენ შესახებ|დაგვეკონტაქტეთ|რეკლამა რუსთავი 2-ზე|კლუბი
პოლიტიკა|ეკონომიკა|კრიმინალი|სპორტი|კულტურა | |

მაისი 2013

S
M
T
W
T
F
S
1 
9 
10 
11 
12 
13 
14 
15 
16 
17 
18 
19 
20 
21 
22 
23 
24 
25 
26 
27 
28 
29 
30 
31 







თქვენ ხართ სტუმარი ნომერი:


TOP.GE
enlarge photo

  

სააკაშვილი ახალ ფარმაცევტულ საწარმოს ესტუმრა

01.03.12 20:45

საქართველოს პრეზიდენტი წეროვანში ახალ ფარმაცევტულ საწარმოს ”აბიფარმს” ესტუმრა. მიხეილ სააკაშვილმა საწარმო დაათვალიერა, სამუშაო პროცესს გაეცნო, ადგილობრივ პერსონალს გაესაუბრა და წარმოებული პროდუქციის ხარისხითაც დაინტერესდა.

”აბიფარმში” სამ მილიონზე მეტი დოლარის კერძო ინვესტიცია განხორციელდა და ამჟამად იქ 30 ადამიანია დასაქმებული, რომელთა შორის წეროვანის დასახლებაში მცხოვრები დევნილებიც არიან. საწარმოს ხელმძღვანელები წარმოების და შესაბამისად, სამუშაო ადგილების გაზრდასაც გეგმავენ.

წეროვანში უკვე ხუთზე მეტი საწარმოა გახსნილი, რომელთა პერსონალი, ძირითადად, ადგილობრივებით არის დაკომპლექტებული.

საწარმოში სტუმრობისას მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის დაწყებით საქართველოში უმუშევრობა პრაქტიკულად აღარ იქნება. მისი თქმით, ეს პროცესი დაახლოებით წელიწადნახევარში დასრულდება.

პრეზიდენტის განცხადებით, მნიშვნელოვანია ასევე ის, რომ საქართველოს ექნება თავისუფალი ვაჭრობა ამერიკასთან.

"ამერიკასთან თავისუფალი ვაჭრობა არ აქვს არც თურქეთს, არც გერმანიას. გერმანიის კანცლერი მთავარ საკითხს, რასაც აყენებს ამერიკასთან, არის ის, რომ გერმანიას და ევროკავშირს ჰქონდეს თავისუფალი ვაჭრობა ამერიკასთან და იღებს ამაზე უარს. ერთადერთი ქვეყანა მთელ რეგიონში, რომელსაც ექნება თავისუფალი ვაჭრობა, არის საქართველო. ეს ნიშნავს, რომ საქართველო ხდება მართლაც ცენტრი წარმოების ყველა მიმართულებით", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

video clip photos ბეჭდვა

სხვა ახალი ამბები

პრეზიდენტს მხოლოდ ერთი თვითმფრინავი მოემსახურება

12.12.12 19:16

პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, ორის ნაცვლად, ერთი თვითმფრინავი მოემსახურება. მისი მეორე თვითმფრინავი სალიზინგო კომპანიას დაუბრუნდება. More...video clip 

ონიშჩენკო ქართული ღვინის რუსეთში დაბრუნების შესახებ

11.12.12 12:24

რუსეთის მთავარი სანიტარი ქართველ ბიზნესმენებთან დიალოგის მოსკოვში დასაწყებად მზადყოფნას გამოთქვამს. ამის შესახებ გენადი ონიშჩენკომ რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა. More...video clip 

სტიქიის შედეგების ლიკვიდაციაზე იმსჯელეს

04.12.12 19:26

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში კახეთის სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის შემსწავლელი კომისიის სხდომა გაიმართა.More...video clip 

პრეზიდენტმა სოროსს იუსტიციის სახლში უმასპინძლა

02.12.12 17:36

საქართველოში ვიზიტის მესამე დღეს საქველმოქმედო ორგანიზაციების ქსელის - „სოროსის ფონდის“ დამფუძნებელს საქართველოს პრეზიდენტმა თბილისის იუსტიციის სახლში უმასპინძლა. More...

ვანოს შოუ

იუმორისტული ტოქ-შოუ ცნობილ სტუმრებთან ერთად

კომედი შოუ

უნიკალური იუმორისტული სკეტჩები, სიცილის დღესასწაული რუსთავი 2-ზე !

დასუფთავების სამსახურის დოკუმენტაციის შესწავლა განახლდა

28.11.12 12:05

დილიდან განახლდა დასუფთავების სამსახურის დოკუმენტაციის შესწავლა. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლებისა და საგამოძიებო დეპარტამენტების წარმომადგენლები კომპანიაში გუშინ შევიდნენ. More...video clip 

ფინანსთა მინისტრი რუსთავი 2-თან დაკავშირებით განმარტებებს აკეთებს

27.11.12 17:48

ფინანსთა სამინისტროს დოკუმენტი, რომელიც რუსთავი 2-ს ხელში ჩაუვარდა. ნოდარ ხადურის უწყებაში 20 ნოემბერს ჩატარებული კრების ოქმიდან ირკვევა, რომ ფინანსთა სამინისტრო ერთდროულად რამდენიმე ხმაურიან თემაზე მუშაობს.More...video clip 

ჯაბა ებანოიძე დაკითხეს

27.11.12 10:32

რამდენიმე საათიანი დაკითხვის შემდეგ შემოსავლების სამსახურის ყოფილმა ხელმძღვანელმა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური დატოვა. ჯაბა ებანოიძეს მოწმის სტატუსით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში ხუთი საათის განმავლობაში კითხავდნენ. More...video clip 

ჯაბა ებანოიძე დაკითხვაზე დაიბარეს

26.11.12 15:39

შემოსავლების სამსახურის ყოფილი უფროსი ჯაბა ებანოიძე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტში დაიბარეს. შეკითხვები, რომელიც უწყებას ებანოიძესთან აქვს, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა...More...video clip 


  სრული პროგრამა
`პროფილი`: ზურგი - შენ რა სექსი ხარ
`შინი``ნანუკას შოუში`
ლევან აბაშიძე - 50
ოლესია თავაძის სამყარო

 
 

© 1994-2012 Rustavi 2 Broadcasting Company