ბულგარეთში კოკაინით ვაჭრობისთვის ქართველი დააკავეს
01.06.12 10:02
კოკაინის რეალიზაციაში ჩართული 30 ადამიანიდან, რომლებიც ბულგარეთში დააკავეს, ერთი ეროვნებით ქართველია. სპეცოპერაცია იტალიელ სამართალდაცველებთან ერთად ჩატარდა. ნარკოტიკული საშუალებები სწორედ იტალიაში იყიდებოდა. ბულგარეთიდან ამ ქვეყანაში ყოველ წელს 40 ტონა კოკაინი გემით ამ დაჯგუფებას შეჰქონდა. დაკავებულებს შორის არიან იტალიის მოქალაქეები და სლოვაკები.
პოლიცია დამნაშავეების შესახებ ინფორმაციას რამდენიმე თვის განმავლობაში აგროვებდა. ბულგარეთში დაკავებული ქართველის ვინაობა უცნობია. საქართველოს საელჩო დამატებით დეტალებს არკვევს.
კაპრალი ლევან შაკაია, რომელმაც 8 ივნისს თვითნებურად დატოვა სენაკის სამხედრო ბაზა, ნაპოვნია. ორდღიანი ძიების შემდეგ ის გუშინ საღამოს იპოვეს. ლევან შაკაია სამხედრო პოლიციამ სახლისკენ მიმავალ გზაზე შეამჩნია.
ვანოს შოუ
იუმორისტული ტოქ-შოუ ცნობილ სტუმრებთან ერთად
კომედი შოუ
უნიკალური იუმორისტული სკეტჩები, სიცილის დღესასწაული რუსთავი 2-ზე !
ხანგრძლივი წვიმების შედეგად დუშეთის რაიონის სოფელ ოძისში ღვარცოფმა გზა ჩახერგა და სახლებში შევარდა. დღეს დილიდან სოფელში და გზებზე მაშველები და გზის სპეციალისტები მუშაობენ.
საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა დღეს 18:00 საათზეა დანიშნული. უკვე ცნობილია, რომ სხდომას, რომელიც პრეზიდენტმა მოიწვია, არ დასწრება პრემიერ-მინისტრი.
ეროვნულ მუსიკალურ ცენტრში განვითარებულ მოვლენებს საქართველოს კულტურის მინისტრი გამოეხმაურა. გურამ ოდიშარია აცხადებს, რომ ცენტრის მუშაობაში გამოვლენილ დარღვევებს სპეციალური კომისია სწავლობს.