შაბათი, 18.05.13   13:25
+24.2°
მთავარი|ახალი ამბები|გადაცემები|ჩვენ შესახებ|დაგვეკონტაქტეთ|რეკლამა რუსთავი 2-ზე|კლუბი
პოლიტიკა|ეკონომიკა|კრიმინალი|სპორტი|კულტურა | |

მაისი 2013

S
M
T
W
T
F
S
1 
2 
3 
4 
6 
7 
8 
9 
10 
11 
12 
13 
14 
15 
16 
17 
18 
19 
20 
21 
22 
23 
24 
25 
26 
27 
28 
29 
30 
31 







თქვენ ხართ სტუმარი ნომერი:


TOP.GE
enlarge photo

  

თბილისის მერი სოციალურად დაუცველ ოჯახს ესტუმრა

08.06.12 14:52

სახელმწიფო დაზღვევის ახალ პროექტებზე სასაუბროდ თბილისის მერი სოციალურად დაუცველ ერთ-ერთ ოჯახს ესტუმრა. გიგი უგულავა ნორიოს ქუჩაზე მცხოვრებ ნიკოლაიშვილების ოჯახში ექიმთან ერთად მივიდა.

მედიკოსმა 4 წლის ავთანდილ ნიკოლაიშვილი გასინჯა, რომელსაც ხშირად აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. ოჯახის ექიმის მომსახურებით ნიკოლაიშვილები უსახსრობის გამო ვერ სარგებლობდნენ. ოჯახს სოციალურად დაუცველის სტატუსი სუბსიდიების სააგენტომ ივნისში მიანიჭა და შესაბამისად, ისინი სოციალური პაკეტის ფარგლებში ყველა შეღავათით ისარგებლებენ, მათ შორის, დაზღვევითაც.

თბილისის მერიის მიერ დედაქალაქში 300 ათასი სხვადასხვა კატეგორიის ადამიანია დაზღვეული, მათ შორის, თითქმის 60 ათასი სოციალურად დაუცველია. 2012 წლის პირველი სექტემბრიდან ძალაში შედის სახელმწიფო დაზღვევის ახალი პროექტი, რომლის მიხედვით დაზღვევა ექნება ყველა პენსიონერს და 0-დან 5 წლის ჩათვლით ასაკის ბავშვს. რაც იმას ნიშნავს, რომ თბილისში სექტემბრიდან ნახევარ მილიონამდე ადამიანი იქნება დაზღვეული.

video clip photos ბეჭდვა

სხვა ახალი ამბები

კიდევ ოთხი ცხედრის ექსჰუმაცია მოხდება

09.05.13 10:45

ამ კვირაში ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს დაღუპული კიდევ 4 ცხედრის ექსჰუმაცია მოხდება, თვის ბოლოს კი სპეციალისტებს დასკვნა უკვე მზად უნდა ჰქონდეთ. More...video clip 

ოთარ მეღვინეთუხუცესი გარდაიცვალა

09.05.13 10:00

მძიმე ავადმყოფობის შედეგად 81 წლის ასაკში გარდაიცვალა საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მსახიობი ოთარ მეღვინეთუხუცესი.More...video clip 

დავით უსუფაშვილის ბრიფინგი

08.05.13 15:00

სასამართლოების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებები 16 ან 17 მაისს შევა ძალაში. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა...More...video clip 

დუისში ცხედრების ექსჰუმაცია დასრულდა

08.05.13 14:52

პანკისის ხეობის სოფელ დუისში ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს დაღუპული სამი ჩეჩენის ცხედრის ექსჰუმაცია დასრულებულია. More...video clip 

ვანოს შოუ

იუმორისტული ტოქ-შოუ ცნობილ სტუმრებთან ერთად

კომედი შოუ

უნიკალური იუმორისტული სკეტჩები, სიცილის დღესასწაული რუსთავი 2-ზე !

26 წლის მამაკაცი მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს

08.05.13 13:35

სამართალდამცველებმა 26 წლის მამაკაცი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.More...video clip 

საია ლაფანყურის საქმის გამოძიებაში ხარვეზების გამოსწორებას ითხოვს

08.05.13 13:32

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მოუწოდებს საგამოძიებო ორგანოებს, დროულად გამოასწორონ ლაფანყურის საქმეზე მიმდინარე გამოძიებაში არსებული ხარვეზები. More...video clip 

იუსტიციის მინისტრი FBI-ს ხელმძღვანელს შეხვდა

08.05.13 13:21

საქართველოს იუსტიციის მინისტრი შეერთებულ შტატების გამოძიების ფედერალური ბიუროს ხელმძღვანელს შეხვდა. თეა წულუკიანისა და რობერტ მიულერის შეხვედრა იუსტიციის სამინისტროში გაიმართა, რომელსაც აშშ-ის ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი და საქართველოს მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი დაესწრნენ.More...video clip 

`ქართული ოცნება` საპრეზიდენტო კანდიდატზე მსჯელობს

08.05.13 11:58

ვინ გახდება ქართული ოცნების პრეზიდენტობის კანდიდატი? უკვე სახელდება რამდენიმე სავარაუდო პოლიტიკოსი, მათ შორის სალომე ზურაბიშვილი, კახა კალაძე, ვახტანგ ხმალაძე.More...video clip 


  სრული პროგრამა
ლაშა ღლონტი `პროფილში`
პიკასოს მედალი
სევდია უგრეხელიძე `ნანუკას შოუში`
ხორცის მონიტორინგი

 
 

© 1994-2012 Rustavi 2 Broadcasting Company