ხუთშაბათი, 02.10.14   08:22
+15.2°
მთავარი|ახალი ამბები|გადაცემები|ჩვენ შესახებ|დაგვეკონტაქტეთ|რეკლამა რუსთავი 2-ზე|კლუბი
პოლიტიკა|ეკონომიკა|კრიმინალი|სპორტი|კულტურა | |

ოქტომბერი 2014

S
M
T
W
T
F
S
10 
11 
12 
13 
14 
15 
16 
17 
18 
19 
20 
21 
22 
23 
24 
25 
26 
27 
28 
29 
30 
31 







თქვენ ხართ სტუმარი ნომერი:


TOP.GE
enlarge photo

  

ბაგრატის ტაძარი პირვანდელ სახეს დაიბრუნებს

20.06.12 20:15

ბაგრატის ტაძარი პირვანდელ სახეს დაიბრუნებს. ეს განცხადება საქართველოს კულტურის მინისტრმა პარიზში იუნსეკოში გამართული შეხვედრების შემდეგ გააკეთა.

ნიკა რურუას განმარტებით, მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რესტავრაცია გაუგებრობის გამო შეწყდა. ბაგრატის ტაძრის აღდგენა იუნესკოს მიერ შერჩეული ექსპერტების მიერ შედგენილი პროექტის მიხედვით მიმდინარეობდა. თუმცა, მინისტრის განცხადებით, მოგვიანებით ორგანიზაციამ საქართველოში საკითხის შესასწავლად საშუალო დონის სპეციალისტი გამოგზავნა, სწორედ მისმა არაკვალიფიციურმა დასკვნამ გამოიწვია ის აჟიოტაჟი, რომელიც ძეგლის ირგვლივ შეიქმნა.

"ყველა ის სიცრუე, რომელიც გავრცელდა ფოტოების და რენდერების სახით სოციალურ ქსელებში, არის უბრალოდ, დეზინფორმაცია, მიმართული დესტრუქციაზე, მიმართული ამ საკითხის პოლიტიზებაზე და თვითონ იდეის დისკრედიტაციაზე. ბუნებრივია, ამ ტყუილს ჩვენ გავფანტავთ და გავფანტავთ სულ მალე," - თქვა მან.

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა ამ თემაზე მოლაპარაკებები მსოფლიო მემეკვიდრეობის სამსახურის ხელმძღვანელთან გამართა და სიტუაცია გაარკვია. პარიზიდან დაბრუნების შემდეგ ის რესტავრტორსა და კულტურული მეკვიდრეობის ფონდის ხელმძღვანელ ნიკა ვაჩეიშვილთან ერთად, პრესკონფერენციას გამართავს.

მანამდე კი ნიკა რურუა ტაძრის რეკონტრუქციის შესახებ დეტალურ ინფორმაციას საპატრიარქოს მიაწოდებს.

video clip photos ბეჭდვა

სხვა ახალი ამბები

კულტურის სამინისტრო პრეზიდენტს პასუხობს

12.07.13 14:05

კულტურის სამინისტრომ პრეზიდენტის განცხადების საპასუხოდ, სპეციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ შეშფოთება რაბათის კომპლექსის დანგრევასთან დაკავშირებით, უსაფუძვლოა.More...video clip 

იშხნის რესტავრაცია ქართული მხარის გარეშე გრძელდება

10.07.13 10:51

საპატრიარქო იშხნის ტაძარში მიმდინარე სარესტავრაციო სამუშაოებში ქართველი სპეციალისტების ჩართვას ითხოვს. თბილისში ამბობენ, რომ იშხნის აღდგენის პროცესი საკმაოდ სწრაფი ტემპით მიმდინარეობს, თუმცა ქართველი რესტავრატორების გარეშე.More...video clip 

იუნესკო: ბაგრატი კულტურული მემკვიდრეობის სიაში რჩება

19.06.13 19:54

იუნესკო ადასტურებს, რომ ბაგრატის ტაძარი კულტურული მემკვიდრეობის სიიდან ამოღებული არ არის და ის იმ ძეგლთა სიაში რჩება, რომელთაც საფრთხე ემუქრებათ. More...

ეროვნულ მუსიკალურ ცენტრში მიმდინარე პროცესები

10.06.13 16:22

ეროვნულ მუსიკალურ ცენტრში განვითარებულ მოვლენებს საქართველოს კულტურის მინისტრი გამოეხმაურა. გურამ ოდიშარია აცხადებს, რომ ცენტრის მუშაობაში გამოვლენილ დარღვევებს სპეციალური კომისია სწავლობს.More...video clip 

ვანოს შოუ

იუმორისტული ტოქ-შოუ ცნობილ სტუმრებთან ერთად

კომედი შოუ

უნიკალური იუმორისტული სკეტჩები, სიცილის დღესასწაული რუსთავი 2-ზე !

ადგილობრივებმა მუსლიმები სამთაწყარაშო სალოცავად არ შეუშვეს

31.05.13 20:20

დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ სამთაწყაროში, სადაც პარასკევის ლოცვა უნდა გამართულიყო, მუსლიმთა სამმართველოს წარმომადგენლებს ადგილობრივები არ უშვებდნენ. More...

პრემიერ-მინისტრის მიღება

27.05.13 11:20

26 მაისთან დაკავშირებული საზეიმო მიღება ბაზალეთის ტურისტულ კომპლექსში გაიმართა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას 26 მაისის თარიღის მნიშვნელობაზე ისაუბრა და მადლობა გადაუხადა მოწვეულ სტუმრებს სიხარულის გაზიარებისთვის. More...video clip 

საპატრიარქო 17 მაისს მომხდარ ძალადობას გმობს

23.05.13 11:11

17 მაისს მომხდარ ფაქტებზე საუბრისას, საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი სასულიერო პირების ქცევის გამო წუხილს გამოთქვამს. ილია მეორის თქმით, მიუღებელია იდეები, რომელთა დანერგვასაც საქართველოში ზოგიერთი ჯგუფი ცდილობს, თუმცა სამღვდელოების საქციელი მოსაწონი მაინც არ იყო.More...video clip 

დღეს გიორგობაა

06.05.13 10:54

დღეს გიორგობაა. მართლმადიდებელი ეკლესია 6 მაისს წმინდა გიორგის აღსრულებას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო წირვა-ლოცვას პატრიარქი სამების ტაძარში აღავლენს.More...video clip 


  სრული პროგრამა
P.S.: საქართველო და ანტიისლამური კოალიცია
P.S.: კლინიკური კვლევები საქართველოში
Comedy-შოუ: Okul Defteri
P.S.: მიშას ამერიკული რთველი

 
 

© 1994-2014 Rustavi 2 Broadcasting Company