ხანძარი გაჩნდა ვაშლოვნის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე. იწვოდა დაახლოებით ათას ჰექტარზე მეტი ტერიტორია. ცეცხლი ძირითადად ბუჩქებსა და ბალახებზე იყო გავრცელებული. დაიწვა ტერიტორიაზე მდებარე მეცხვარეების საზამთრო ფერმაც, რომელიც დაცარიელებული იყო.
ცეცხლის ჩაქრობას საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარატმენტის და ადგილობრივი სახანძრო-სამაშველო ჯგუფები თბილისიდან ჩასულ მეხანძრეებთან და შინაგან ჯართან ერთად მთელი ღამის განმავლობაში ცდილობდნენ. დღეს დილიდან ტერიტორიას უკვე ვერტმფრენებიდან აკონტროლებენ. ხანძარი ამ დროისათვის ლიკვიდირებულია. ცეცხლის გაჩენის მიზეზი უცნობია.
სახელდება პრეზინდეტობის კიდევ ერთ სავარაუდო კანდიდატი ნაციონალური მოძრაობის მხრიდან. დეპუტატი ზურაბ ჯაფარიძე ნაციონალური მოძრაობის პრაიმერიში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც საპრეზიდენტო კანდიდატის შესარჩევად გაიმართება.
პირადი ცხოვრების ფარული ვიდეო გადაღების შესახებ განცხადებას ავრცელებს მთავარი პროკურატურა. მასში ნათქვამია, რომ ინტერნეტში პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების განთავსების საქმეზე გამოძიებას პროკურორის პირველი მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი ატარებდა.
ვანოს შოუ
იუმორისტული ტოქ-შოუ ცნობილ სტუმრებთან ერთად
კომედი შოუ
უნიკალური იუმორისტული სკეტჩები, სიცილის დღესასწაული რუსთავი 2-ზე !
ავღანეთში დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრეს ქვეყნის პირველმა პირებმა. პრეზიდენტის სამძიმრის წერილი ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე, პრემიერის განცხადება კი საქართველოს მთავრობის გვერდზე გამოქვეყნდა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მედიის წარმომადგენლებს შეხვდება. შეხვედრა საგამოფენო ცენტრ `ექსპო-ჯორჯიაში`გაიმართება. ჟურნალისტებისთვის აკრედიტაციის პროცედურები გუშინ დასრულდა.
გელა ხვედელიძის დაკავების შემდეგ გიორგი ფარესიშვილი ლაშა ნაცვლიშვილის თანამდებობიდან მოხსნას ითხოვს. დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ფარესიშვილმა განაცხადა, რომ ის იურისტებთან კონსულტაციებს გადის...