კახა კალაძე რამდენიმე დღის წინ მილანში, სავარაუდოდ, კანონიერ ქურდებს შეხვდა. გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრას მილანის ერთ-ერთ პრესტიჟულ უბანში ქურდული სამყაროს წარმომადგენლები: ჯემალ მიქელაძე, თეიმურაზ ნემსიწვერიძე და ვლადიმერ ჯიბლაძე ესწრებოდნენ.
კალაძე მილანში ”ქართული ოცნების” მიერ ოზურგეთში ჩატარებულ აქციამდე იმყოფებოდა და ამ აქციაზე მილანიდან ჩამოსვლის შემდეგ მივიდა.
გუშინ საღამოს ამ ინფორმაციის მიღების შემდეგ რუსთავი 2-ის გადამღები ჯგუფი ცდილობდა კომენტარი მიეღო კალაძისგან, თუმცა ყოფილმა ფეხბურთელმა და ”ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა ჩვენი კითხვები უპასუხოდ დატოვა.
19 მაისს, პოლიციის დღის აღსანიშნავი საზეიმო ღონისძიებისას, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ბრიჯიტ ბრინკმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები მხარს უჭერს პრემიერ-მინისტრ ივანიშვილსა და სხვებს, რომელთაც 17 მაისს, ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს მომხდარი ძალადობა დაგმეს.
ვანო მერაბიშვილის და ზურაბ ჭიაბერაშვილის დაკავების ფაქტს ევროპის სახალხო პარტია ეხმაურება. პარტიის პრეზიდენტის თქმით, დაკავებები სერიოზული უკან გადადგმული ნაბიჯია ქართული დემოკრატიისთვის, რადგან ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი...
სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2-მა" მიიღო გადაწყვეტილება მერაბიშვილისა და ჭიაბერაშვილის აღკვეთის ღონისძიების განმხილველი სასამართლო სხდომის ტრანსლაციის თაობაზე.
ქუთაისში ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის მხარდამჭერთა აქცია მიმდინარეობს. პარალელურად, საქალაქო სასამართლოსთან შეკრებილი პირები სამართლიანობის აღდგენას და დაკავებულთათვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებას მოითხოვენ.
ვანოს შოუ
იუმორისტული ტოქ-შოუ ცნობილ სტუმრებთან ერთად
კომედი შოუ
უნიკალური იუმორისტული სკეტჩები, სიცილის დღესასწაული რუსთავი 2-ზე !
მთვრობის ყოფილი წევრების დაკავებაზე და მათთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე განცხადებას ავრცელებს პრეზიდენტი სააკაშვილი. განცხადება ფეისბუქის გვერდზე გამოქვეყნდა.
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ყველას აფრთხილებს, არ ჩაერიონ ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის სასამართლო პროცესებში. კონსტანტინე კუბლაშვილი აცხადებს, რომ მსგავს მცდელობაზე პირადად მას უმკაცრესი რეაქცია ექნება.