კიევში კონგრესის მუშა-ჯგუფების შეხვედრა გრძელდება. უეფას წევრი ქვეყნების ფედერაციები დღეს უეფას სხვადასხვა კომიტეტისგან შესაბამის რეკომენდაციებს მიიღებენ. მათ შორის ის ქვეყნებიც, რომლებსაც დიდი საფეხბურთო ტურნირების მასპინძლობა სურთ.
2013 წლიდან სუპერთასის შეხვედრა მონაკოს ფარგლებს სცდება და ევროპის სხვადასხვა ქალაქში გაიმართება. თბილისი ევროპის ორ საუკეთესო კლუბს 2015 წელს უმასპინძლებს.
ქართულმა მხარემ უფლების მოსაპოვებლად წელიწადნახევრიანი საკმაოდ ინტენსიური სამუშაო გასწია.
თავისი გადაწყვეტილების სისწორეში დარწმუნებული არიან უეფას წარმომადგენლებიც.
ლევან ბერძენიშვილი მოჭიდავეებს ბოდიშს არ მოუხდის - ეს განცხადება მან დღეს პარლამენტში გააკეთა. ქართველი მოჭიდავეები ბოლო დღეებში მედიასა და სოციალურ ქსელებში, მათ შორის მაღალი პასუხისმგებლობის მქონე პირთა მხრიდან გავრცელებულ ინფორმაციას აპროტესტებენ.
სოჭის ზამთრის ოლიმპიადაში საქართველოს მონაწილეობის აუცილებლობაზე კვლავ საუბრობენ კოალიცია `ქართულ ოცნებაში`. კოალიციის წევრის გიორგი ვოლსკის აზრით, უარი ზამთრის ოლიმპიადაში მონაწილეობაზე გაუმართლებელი იქნება.
ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ საქართველომ აუცილებლად უნდა მიიღოს მონაწილეობა სოჭის ოლიმპიადაში და ყველაფერი გაკეთდეს იმისთვის, რომ ეს ოლიმპიადა ექსცესების გარეშე ჩატარდეს. ამის შესახებ ივანიშვილმა დღეს მინისტრობის კანდიდატების წარდგენის შემდეგ განაცხადა.
ივანიშვილის მთავრობის მინისტრობის კანდიდატები თავისი უწყებების მუშაობის დეტალებს ეცნობიან. კულტურის სამინისტროში მინისტრობის კანდიდატი გურამ ოდიშარია იმყოფებოდა და მოქმედი მინისტრის მოდგილეებს შეხვდა.
კახი კალაძეს კიდევ ერთხელ მოუწევს გამოძიების კითხვებზე პასუხის გაცემა. ამჯერად საუბარი იქნება არა გარიგებულ მატჩებზე, არამედ განვლილ სეზონში, 22 აპრილს ჯენოა-სიენას მატჩისას მომხდარ ინციდენტზე.