ზედა პალეოლითის ხანის საცხოვრებელი გამოქვაბულია აღმოჩენილი იმერეთში. უნიკალური აღმოჩენა წყალტუბოს რაიონში ქართველი და უცხოელი მეცნიერების ექსპედიციას ეკუთვნის.
საწურბლიას გამოქვაბულის ძირი დატკეპნილი მიწითა და თიხითაა მოპირკეთებული. ნაპოვნია სამუშაო იარაღებიც.
ამიერკავკასიაში პირველად ამ აღმოჩენით დგინდება, რომ 55 ათასი წლის წინ ზედა პალეოლითის ხანის ადამიანებს განსაკუთრებული საცხოვრებელი პირობების შექმნა შეეძლოთ.
სახელმწიფო ანსამბლი `რუსთავი`საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში კონცერტს გამართავს. ეს ინფორმაცია რუსულ გაზეთ `იზვესტიას`ანსამბლის ხელმძღვანელმა ანზორ ერქომაიშვილმა მიაწოდა.
მაია ფანჯიკიძე არ აკონკრეტებს, აპირებს თუ არა საგარეო საქმეთა სამინისტრო პრეზიდენტის თურქეთში ვიზიტის დროს რაბათის თემასთან დაკავშირებით მიღებული შეთანხმებების შემოწმებას.
სიტუაცია კულტურის სამინისტროში გამართულ მოლაპარაკებებზე იმ დროს დაიძაბა, როცა ვანო მერაბიშვილის სიტყვით გამოსვლა დაიწყო. "ნაციონალური მოძრაობის" გენერლურმა მდივანმა ახალი ხელისუფლების წარმომდგენლებს ინიცატივით მიმართა.
რაბათის კომპლექსთან დაკავშირებით კულტურის სამინისტროში დაგეგმილ მრგვალი მაგიდის სხდომას, სავარაუდოდ, ვანო მერაბიშვილი დაესწრება. მოწვევა გაგზავნილია. ფაქტს კულტურის მინისტრის მოადგილე ადასტურებს.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებას რაბათის ციხის თაობაზე პოლიტიზებულად მიიჩნევს კულტურის მინისტრი. გურამ ოდიშარიას თქმით, ამ საკითხზე სამინისტრო ინტენსიურ მსჯელობას იწყებს.
`ახალ ხელისუფლებას ნგრევის ინსტინქტი ამოძრავებს,`- ასეთი შეფასება მოჰყვა რაბათის ციხის მოსალოდნელ რესტავრაციას საპარლამენტო ოპოზიციის მხრიდან. უმრავლესობაში კი აცხადებენ, რომ ხელისუფლება არაფრის დანგრევას არ აპირებს.