|
|
|
|
|
|
|
|
|
|
5
|
|
|
|
|
|
|
|
12
|
|
|
|
|
|
|
|
19
|
20
|
21
|
22
|
23
|
24
|
25
|
|
26
|
27
|
28
|
29
|
30
|
31
|
|
|





|
 თქვენ ხართ სტუმარი ნომერი:

|
|
აბასთუმნის რეაბილიტაცია დაიწყო
09.05.12 17:14
მე-20 საუკუნის დასაწყისში დაპროექტებული აბასთუმნის რეაბილიტაცია დაიწყო. საქართველოს კიდევ ერთ ცნობილ კურორტზე სარეაბილიტაციო სამუშაოები ორ ეტაპად ჩატარდება. ძველი აბასთუმნის ძირითადი ნაწილი შენარჩუნებულია, კურორტი გერმანელმა არქიტექტორებმა დააპროექტეს და სწორედ მისი მიხედვით აღადგენენ ისტორიულ შენობებს. სამუშაოები ორ წელიწადში დასრულდება. აბასთუმანში დღეს საქართველოს პრეზიდენტი იმყოფებოდა. მან მშენებარე სასტუმრო დაათვალიერა და განაცხადა, რომ აბასთუმანი საქართველოს მთავარი ტურისტული ცენტრი უნდა გახდეს.
`მცხეთა ძალიან მაგარია, მესტია სასწაულია, ბევრი სხვა ადგილი გვაქვს, მაგრამ ეს იქნება მთავარი ტურისტული მონახულების ცენტრი საქართველოში, რადგან ეს არის ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო. ამის კონკურენტია დუბროვნიკი იტალიაში და ესპანეთში ერთი-ორი ადგილი და შეიძლება ჩრდილოეთ აფრიკაში ერთი ადგილი. ჩვენ ჯერ ვერ ვაცნობიერებთ, რა მასშტაბის ტურისტული სასწაული კეთდება,`- განაცხადა პრეზიდენტმა.
აბასთუმანში ჩასვლამდე, მიხეილ სააკაშვილი ახალციხეში იმყოფებოდა, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე ერთი წელია მიმდინარეობს.
|
 |
 |
|
|


|
|
|

|