ამერიკელი კონგრესმენები ოპოზიციის ლიდერებს შეხვდნენ
06.07.12 14:53
ქართველ ოპოზიციონერებს დღეს ამერიკელი კონგრესმენები შეხვდნენ. `თბილისი მარიოტში` შეხვედრას `ახალი მემარჯვენეების` ლიდერი, დავით გამყრელიძე, `ქრისტიან-დემოკრატების` ლიდერი გიორგი თარგამაძე, `ქართული ოცნების` ერთ-ერთი ლიდერი დავით უსუფაშვილი და `ეროვნული ფორუმის` წარმომადგენელი ესწრებოდა.
საუბრის თემა საპარლამენტო არჩევნები და საარჩევნო გარემო და ქვეყნის შიდა პოლიტიკური ვითარება იყო. მხარეებმა ასევე განიხილეს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების, რეგიონული უსაფრთხოების და მედიის თავისუფლების საკითხები.
იუსტიციის მინისტრს პრეზიდენტობის ფავორიტი კანდიდატები უკვე ჰყავს, თუმცა მათი დასახელებისგან თავს იკავებს. მმართველი პარტიის პოლიტსაბჭო საბოლოო კონსულტაციებს საპრეზიდენტო კანდიდატის შერჩევის მიზნით შაბათ-კვირას გამართავს.
პრემიერ-მინისტრის მიერ კოალიციის საპრეზიდენტო კანდიდატის დასახელებას ელოდება ნინო ბურჯანაძე. სწორედ ამის შემდეგ გადაწყვეტს "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ლიდერი, ჩაერთვება თუ არა ის თავად საპრეზიდენტო არჩევნებში.
ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივანი საქართველოს ხელისუფლებას საიუჯეტო თანხების მითვისებაში ადანაშაულებს. საქმე ეხება სოფლის მეურნეობის ხელშეწყობის პროგრამისთვის განკუთვნილ თანხებს და სასოფლო-სამეურნეო ვაუჩერების განაღდების პროცესს.
პარტია "თავისუფალი საქართველო" და მოძრაობა `ქართული დასი`ერთობლივ საპრეზიდენტო კანდიდატს დაასახელებენ, თუმცა საერთო კანდიდატზე მას შემდეგ შეთანხმდებიან, რაც თავის კანდიდატს დაასახელებს `ქართული ოცნება`.
ვანოს შოუ
იუმორისტული ტოქ-შოუ ცნობილ სტუმრებთან ერთად
კომედი შოუ
უნიკალური იუმორისტული სკეტჩები, სიცილის დღესასწაული რუსთავი 2-ზე !
საქართველოში ეკონომიკური განვითარების პროცესი უკან მიდის, - ეს განცხადება საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გიორგი ვაშაძემ `პოლიტიკოს` პრესკლუბში გააკეთა.
გივი თარგამაძე რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს მიმართავს. ლიტვაში მყოფი დეპუტატი პუტინს ახსენებს, რომ ის არა რომელიმე პოლიტიკოსმა, არამედ ევროპულმა სამართალმა დაიცვა.
გრძელდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ოფიციალური ვიზიტი ისრაელში. ირაკლი ღარიბაშვილი ქვეყნის სახმელეთო დაცვისა და კავშირგაბმულობის მინისტრს შეხვდა.