მიხეილ სააკაშვილი მასაჩუსეტსის ტექნიკური ინსტიტუტის ალფრედ სლუნის ბიზნეს-სკოლის მაგისტრატურის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს შეხვდა. პრეზიდენტის სასახლეში შეხვედრას 50-მდე ახალგაზრდა ესწრებოდა.
სტუდენტთა ჯგუფი საქართველოში სპეციალური ტურით იმყოფება, რომლის ფარგლებშიც ისინი ქვეყანაში ბოლო დროს განხორციელებულ რეფორმებს ეცნობიან. ამ პროგრამით მასაჩუსეტსის ინსტიტუტი სტუდენტებს სხვადასხვა ქვეყანაში გზავნის; საქართველოში ისინი სინგაპურიდან ჩამოვიდნენ.
მიხეილ სააკაშვილმა შეხვედრისას ყურადღება საქართველოში წარმატებით გატარებულ რეფორმებზე, ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლასა და განათლების სფეროში განხორციელებულ ცვლილებებზე გაამახვილა. პრეზიდენტმა სტუდენტებს ბათუმში მშენებარე ახალი ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროექტიც გააცნო და მის მნიშვნელობაზე ესაუბრა.
გელა ხვედელიძის დაკავების შემდეგ გიორგი ფარესიშვილი ლაშა ნაცვლიშვილის თანამდებობიდან მოხსნას ითხოვს. დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ფარესიშვილმა განაცხადა, რომ ის იურისტებთან კონსულტაციებს გადის...
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის შტაბბინა და შვეიცარიის მთავრობა საქართველოს ოლიმპიურ კომიტეტს მიღებული გადაწყვეტილებისათვის მადლობას უხდის, წერილს კი ხელს შვეიცარიის ელჩი გიუნტერ ბეხლერი აწერს.
ინტერპოლი და ლიტვის სასამართლო იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ გივი თარგამაძეს რუსეთი პოლიტიკური მოტივით დევნის. ამის შესახებ საუბარია `ნოვაია გაზეტას` სტატიაში.
ვანოს შოუ
იუმორისტული ტოქ-შოუ ცნობილ სტუმრებთან ერთად
კომედი შოუ
უნიკალური იუმორისტული სკეტჩები, სიცილის დღესასწაული რუსთავი 2-ზე !
ფარული ჩანაწერები, რომელიც პოლიტიკოსებისა და საზოგადოების წევრების პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებს შეიცავს, განადგურდება. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა.
საქართველოს პრეზიდენტი კიდევ ერთხელ მოუწოდებს პრემიერ-მინისტრს, გადახედოს თავის გადაწყვეტილებას ბათუმის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტთან დაკავშირებით და დაუბრუნოს შენობას კუთვნილი ფუნქცია.
შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილ პირველ მოადგილეს შესაძლოა ბრალი დღეს წაუყენონ. გელა ხვედელიძე ე.წ. მოდულის შენობაში იმყოფება, გამოძიება კი საქმის დამატებითი დეტალების გარკვევას ცდილობს.
თავდაცვის მინისტრს მიაჩნია, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში "ქართული ოცნების" კანდიდატი გაიმარჯვებს. ირაკლი ალასანია აგრეთვე აცხადებს, რომ, მიუხედავად ამისა, აუცილებელია არჩევნებში ბევრი კანდიდატი ჩაერთოს.