სხვა ახალი ამბები
მოთხოვნებს არ ცვლიან ფოთის პორტის თანამშრომლები. მათი 70 პროცენტი უკვე მეოთხე დღეა სამუშაოზე გასვლაზე უარს აცხადებს. მიზეზი დაბალი ხელფასები და მძიმე სამუშაო პირობებია. 
ითხვისის მაღაროში ორი ათასი მეტრის სიღრმეზე უკვე 23-ე დღეა აქცია გრძელდება. გაფიცულ მაღაროელებს ქალი თანამშრომლებიც შეუერთდნენ. 
"კალა კაპიტალი" "საქჰიდრომშენის" აქციების მფლობელი აღარ არის. სააქციო საზოგადოებამ აქციების გასხვისების პროცესი დაასრულდა. ცნობილია, რომ ის კომპანია GMC Group-მა შეიძინა.
თბილისის მერი ფინანსთა მინისტრს უპირისპირდება. გიგი უგულავა აცხადებს, რომ დედაქალაქელების სოციალურ და დაზღვევის პროგრამებთან დაკავშირებით, ნოდარ ხადურმა ბიძინა ივანიშვილი შეცდომაში შეიყვანა. 