საქართველოს ოლიმპიური კომიტეტი ლონდონის ოლიმპიური თამაშების ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ მონაცემებს აპროტესტებს – აქ საქართველოს ოკუპირებული რეგიონები რუსეთის ტერიტორიებად არის მოხსენიებული. რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის მიერ მიწოდებული მონაცემების მიხედვით, რუსეთის სახელით მოსაპარეზე ორი მოჭიდავის ბესიკ კუდუხოვისა და დენის ცარგუშის ბიოგრაფიებში სამხრეთი ოსეთი და აფხაზეთი მოხსენიებულია, როგორც რუსეთის ფედერაცია. საპროტესტო წერილი საქართველოს ოლიმპიური კომიტეტმა უკვე გაგზავნა `ლონდონი 2012`-ის საორგანიზაციო კომიტეტში. თბილისი შეცდომის გამოსწორებას ითხოვს.
შინაგან საქმეთა მინისტრის დაპატიმრებულ მოადგილეს გელა ხვედელიძეს შესაძლოა ბრალი დღეს წაუყენონ. სულ რაღაც ერთი საათის წინ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და მთავარი პროკურორის მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი ე.წ. მოდულის შენობაში იმყოფებოდნენ.
ქართველი სამხედროების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია
ავღანეთში გუშინ განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაჭრილი სამხედროები ამ დროისთვის ბაზა „ბასტიონზე“, მთავარ ჰოსპიტალში არიან გადაყვანილი.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დღეს არასამთავრობო სექტორი უფლებათა გადაჭარბებისთვის გაკრიტიკა და ამის მაგალითად საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მოიყვანა.
მთავარი პროკურორის გადაწყვეტილებით, 2008 წლის აგვისტოს საომარი მოქმედებების დროს და მის შემდგომ პერიოდში სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების შესასწავლად სპეციალური საგამოძიებო ჯგუფი შეიქმნება.
ვანოს შოუ
იუმორისტული ტოქ-შოუ ცნობილ სტუმრებთან ერთად
კომედი შოუ
უნიკალური იუმორისტული სკეტჩები, სიცილის დღესასწაული რუსთავი 2-ზე !
სახელდება პრეზინდეტობის კიდევ ერთ სავარაუდო კანდიდატი ნაციონალური მოძრაობის მხრიდან. დეპუტატი ზურაბ ჯაფარიძე ნაციონალური მოძრაობის პრაიმერიში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც საპრეზიდენტო კანდიდატის შესარჩევად გაიმართება.
პირადი ცხოვრების ფარული ვიდეო გადაღების შესახებ განცხადებას ავრცელებს მთავარი პროკურატურა. მასში ნათქვამია, რომ ინტერნეტში პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების განთავსების საქმეზე გამოძიებას პროკურორის პირველი მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი ატარებდა.