გადაცემა “პატრული”, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის სამმართველოს პირველი წარმატებული პროექტია, რომელიც შსს პრესცენტრში მზადდება. გადაცემაზე კომპეტენტური პროფესიონალები მუშაობენ.
პროდუსერები: ქეთი ხოსიტაშვილი, ნინო ჟვანია, შორენა ჯახუა;
მემონტაჟეები: გიორგი ბერიძე, თეა მიხანაშვილი, ზურაბ სალაყაია;
ჟურნალისტები: ვახტანგ ხუზმიაშვილი, ირაკლი ჭანტურია, დათო ქაშიაშვილი, ლექსო პაიკიძე, თორნიკე მამალაძე, ზაზა ჭითანავა;
ოპერატორები: დათო კოპალიანი, კახა გოგიჩაიშვილი, ზურაბ ვაწაძე, ლევან შერმადინი, ჯონი გიორგაძე, ლაშა ბერელიძე;
იდეისა და პროექტის ავტორია გურამ დონაძე;
“პატრული” გადის ყოვედღე(შაბათ-კვირის გარდა) “კურიერის” ღამის გამოშვების დამთავრების შემდეგ.
მაყურებელი ყოველდღიურად ეცნობა ოპერატიულ და ექსკლუზიურ მასალას. გადაცემა “პატრული” მათ საშუალებას აძლევს, საჭიროების შემთხვევაში დაუკავშირდეს შესაბამის სამსახურს.
პროექტი გამოირჩევა თავისი ინდივიდუალობითა და განსხვავებულია მთელ ტელესივრცეში.
გადაცემის მეშვეობით, მოსახლეობას შესაძლებლობა ეძლევა, მიიღოს უახლესი ინფორმაცია საქართველოს მასშტაბით პატრულის მიერ გახსნილი და გამოვლენილი დანაშაულების შესახებ.
მიუხედავად იმისა, რომ გადაცემა “პატრული” “რუსთავი 2”-ის ეთერში 2004 წლის 27 აგვისტოდან გადის, მას აქტუალობა არ დაუკარგავს და მაღალი რეიტინგით სარგებლობს. იგი სამომავლოდ მაყურებელს არაერთ სიახლეს სთავაზობს, როგორც ფორმატის საზღვრებში, ასევე შინაარსის თვალსაზრისითაც. |