“ყველაზე ჭკვიანი” დიდი პოპულარობით სარგებლობს მაყურებელთა შორის. პროექტი შვიდი სეზონია გადის სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი-2-ის” ეთერით. “ყველაზე ჭკვიანი” მაღალრეიტინგული შოუ-ვიქტორინაა, რომელიც ხელს უწყობს მოზარდთა ინტელექტუალურ განვითარებას.
შემოსული ანკეტებიდან შესარჩევი ტურების შემდეგ შეირჩევა 12 ყველაზე მაღალქულიანი მონაწილე. “რუსთავი 2-ის” ეთერში სეზონის განმავლობაში 10 გადაცემა გავა, აქედან ბოლო - შემაჯამებელი ფინალია. ფინალამდე ნაჩვენებ ყოველ გადაცემაში პირველი და მეორე რაუნდის ქულების შეჯამების შედეგად ყველაზე დაბალქულიანი მოთამაშე კონკურსს გამოეთიშება. რაც უფრო მცირდება კონკურსანტთა რიცხვი, მით უფრო იზრდება მათ შორის კონკურენცია და მძაფრდება თამაში. მეათე ფინალურ გადაცემაში სამი კონკურსანტი მონაწილეობს. გამარჯვებული კი სეზონის “ყველაზე ჭკვიანი” მოზარდის ტიტულს მოიპოვებს.
|