ოთხშაბათი, 22.05.13   20:53
+17.4°
მთავარი|ახალი ამბები|გადაცემები|ჩვენ შესახებ|დაგვეკონტაქტეთ|რეკლამა რუსთავი 2-ზე|კლუბი
პოლიტიკა|ეკონომიკა|კრიმინალი|სპორტი|კულტურა | |




თქვენ ხართ სტუმარი ნომერი:


TOP.GE

"ერთგულების ძალა" – "ტელემუნდოს" ახალი, სარეკორდოდ რეიტინგული ტელენოველა "რუსთავი 2"-ზე ანხელა და სამანტა ბავშვობაში განუყრელი მეგობრები იყვნენ. დრომ დააშორა და წლების მერე ისევ შეახვედრა ისინი. მიუხედავად განსხვავებული სოციალური მდგომარეობისა და პირადი დრამისა, ამ ორმა უშიშარმა ქალმა შეძლო სიმართლისთვის ბრძოლა. ვინც სიყვარულისთვის იბრძვის, ის წინააღმდეგობას არ შეუშინდება.

რეჟისორი: მარსელა სიტერიო

როლებში: ადრიანა ფონსეკა, ხოსე ლუის რესენდესი, მანუელი ლანდეტა, ფაბიან რიოსი...

აშშ, 2012

 

ახალგაზრდა, უდანაშაულო ქალს უსამართლოდ მიუსაჯეს 23 წელი მღვდლის მკვლელობისათვის. სტუდენტი გოგონა დიდი ხნის წინ მომხდარ მკვლელობაზე ფილმს იღებს და ამ ამბავს იძიებს...

კლემენსია ასტუდილიო – წარმატებული საქმიანი ქალი, რომელსაც წარსულში მომხდარი ტრაგედია აჩრდილივით დასდევს. 20 წლის წინ კლემენსია საქმრომ მიატოვა; სამშობიაროდან კი უგზო-უკვლოდ გაქრა მისი ახალშობილი ქალიშვილი. კლემენსიაზე შეყვარებულმა ექიმმა უმკურნალა, შეიფარა და ცოლობაც სთხოვა. კლემენსია ქმრის კომპანიას განაგებს, მან სამი ბავშვი იშვილა, თუმცა დაკარგულ ქალიშვილს კვლავ ელის და ეძებს...

მხედველობადაქვეითებული, ქმრის მიერ მიტოვებული დედა მრავალი სირთულის მიუხედავად, ღირსეულად ზრდის სამ ვაჟს. დედის თავდადება და მშობლის უანგარო სიყვარული წინ აღუდგება ყველა პრობლემას...

ოჯახურმა ტრაგედიამ ელისი და დამიანი უფსკრულის პირას დააყენა. მაგრამ მათ მომავლის იმედები არ დაუკარგავთ და ნამდვილი სიყვარულისთვის უფსკრულშიც დაუფქრებლად გადაეშვებიან

© 1994-2012 Rustavi 2 Broadcasting Company