2009 წლიდან რუსთავი 2-ის ეთერში გადის სპორტული ტოქშოუ. ყოველ ორშაბათს, ნაშუაღამევს სპორტულ გადაცემა “საფეხბურთო ღამეს” პროფესიონალი ჟურნალისტი და პროფესიონალი ფეხბურთელი უძღვებიან:
დიმიტრი ობოლაძე - სპორტული ჟურნალისტი და კომენტატორი რუსთავი 2-ში მუშაობის 12-წლიანი გამოცდილებით.
არჩილ არველაძე - ფეხბურთელი, რომელსაც ევროპის საუკეთესო ეროვნულ ჩემპიონატებში უთამაშია.
გადაცემის წამყვანები სტუდიაში მოწვეულ კომპეტენტურ ექსპერტებთან ერთად ისაუბრებენ ქართული ფეხბურთის მდგომარეობაზე და მიმოიხილავენ საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატს.
ტოქშოუს პროდიუსერი: როსტომ წულუკიძე
ტექნიკური პროდიუსერი: დუდუ კურდღელია
ჟურნალისტები: დავით ფრანგიშვილი
ჯემალ ფარცახაშვილი
დავით ერაძე |